Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ღირსეული შრომის საერთაშორისო დღე მეექვსედ აღინიშნება

1373818_4926759866220_729608507_nმშრომელები მსოფლიოს 100 ქვეყნიდან  – ერთად აღნიშნავენ ღირსეული შრომის გლობალურ დღეს და მოუწოდებენ მთავრობებს ეკონომიკის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები გადადგან, შექმნან სამუშაო ადგილები და პატივი სცენ მშრომელთა უფლებებს.

2013 წლის ღირსეული შრომის საერთაშორისო დღე, რომელსაც კოორდინირებას საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცია (ITUC)  უწევს, მთავარ აქცენტს ახალგაზრდების დასაქმებაზე აკეთებს, რომელმაც საკმაოდ მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწია (60%) და ზოგიერთ ქვეყანაში თითქმის მთლიანი თაობებია დარჩენილი შრომის ბაზრის მიღმა. ეს არის ნამდვილი სოციალურ-ეკონომიკური ბომბი.

ერთადერთი გზა, რომ ეკონომიკა დაუბრუნდეს ძველ რელსებს და გათვალისწინებული იქნას ბევრი ადამიანის ინტერესები, არის ის, რომ საკუთრივ დასაქმებული ადამიანები უნდა გაძლიერდნენ.

საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის უკანასკლნელი გლობალური გამოკითხვა გვაჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს კანონებს, რომლებიც იცავენ პროფკავშირის წევრობისა და კოლექტიური მოლაპარაკებებს. თუმცა, მულტინაციონალური კომპანიების ათობით მილიონი  მუშა, კანონების ცუდი აღსრულების ან ანტი პროფკავშირული პრაქტიკების გამო, მოკლებულია საკუთარი უფლებების დაცვას.

ახალი წევრების მოზიდვა არის მსოფლიო პროფესიული კავშირების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ამოცანა. ღირსეული შრომის საერთაშორისო დღე არის დიდი შესაძლებლობა, რომ ეს მესიჯი გაიგზავნოს შორს და ფართოდ, იმისთვის, რათა უკეთ შევძლოთ მშრომელთათვის დახმარებისა და სოლიდარობის გაწევა.

“უმეტეს ქვეყანაში  მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხში ჯერ კიდევ  ღირსეული შრომის დეფიციტი დგას. მათ შორისაა ქალები, მიგრანტები და ა.შ. ადამიანები თავს მიტოვებულად გრძნობენ მთავრობებისგან, ისინი პრიორიტეტულად თვლიან ბიზნესს და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მშრომელებს და მათ ოჯახებს.“ – განაცხადა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ.

http://www.ituc-csi.org/sixth-world-day-for-decent-work-to

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.