Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი სამუშაო ადგილების შესაქმნელად საქართველოში

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის: „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი სამუშაო ადგილების შესაქმნელად საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების, მთავრობის, დანიის საელჩოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა მინიმალური ხელფასის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოში, ღირსეული სამუშაოს მომავალსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.


შეხვედრაზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა კიდევ ერთხელ დააყენა საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობის საკითხი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ შრომის პირობებსა და სტანდარტებს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრით დაიფარება დასაქმებულთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორია, ეს ყველაზე კარგი საშუალება იქნება სახელფასო სხვაობის შემცირების გენდერული ნიშნითაც.

ასევე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა: უმუშებრობის შემწეობოს დაწესების აუცილებლობაზე, არაფორმალურ დასაქმებაზე, გენდერულ თანასწორობაზე, პროფესიული დაავადებების გამოვლენასა და აღრიცხვაზე, შსო-ს კონვენციების რატიფიცირების აუცილებლობაზე და საქართველოს შსო_ს ბუდაპეშტის ოფისის დაქვემდებარების მნიშვნელობაზე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნებში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის არსებობა იმისთვის, რომ დასაქმებულებმა საკუთარი შრომით ცხოვრებისთვის საჭირო თანხების გამომუშავება შეძლონ. როზალია ვასკეს ალვარესის თქმით, საჭიროა ბიზნესმა და სახელმწიფომ მოუსმინოს პროფკავშირებს და სექტორალური განხილვის შედეგად გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების კუთხით, პროფკავშირების აქტიურობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ნამდვილად პრიორიტეტულია როგორც სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე, დასაქმებულთათვის სათანადო შრომითი პირობებითა და ანაზღაურებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებზე, კონსლუტაციები გაგრძელდება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.