Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა პოლონეთის ელჩთან

17887682_10207138284975515_1826319291_o 17887045_10207138296935814_719254228_o 17887258_10207138286255547_1123487624_o17887292_10207138302655957_1481279702_oპოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელებს  შეხვდა. შეხვედრა პროფკავშირების გაერთიანების ცენტალურ ოფისში შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი პროფკავშირებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და  საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებთან  და პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ სწორედ პროფკავშირებს ხვდება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ელჩს თავადაც პროფკავშირული წარსული აქვს.

მარიუშ მაშკევიჩი დაინტერესდა საქართველოს პროფკავშირების მიზნებითა და გამოწვევებით და გაერთიანებას მხარდაჭერა და დახმარება შესთავაზა.

თავის მხრივ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ელჩს მიაწოდა  ინფორმაცია პროფკავშირების საქამიანობის სფეროების შესახებ, მათ შორის გაწეულ სამუშოზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის და შრომის ინსპექციის გაძლიერების კუთხით,  დასაქმებულთა ადვოკატირების  მიმართულებით,  ასევე  გაერთიანების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე და წინადადებებზე, მათ შორის: საპენსიო რეფორმის, მინიმალური ხელფასის, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის და უმუშევართა კომპენსაციის დაწესების თაობაზე. აღინიშნა ისიც რომ სურვილისა და მზაობის მიუხედავად პროფკავშირების ჩართვა არ მოხდა საკონსტიტუციო კომისიაში.

შეხვედრაზე რომელიც დაგეგმილზე ერთი საათით მეტხანს გაგრძელდა საუბარი შეეხო საქართველოს ევოკავშირში ინტეგრაციის გზაზე, პოლონეთის მხარდაჭერის და მისი გამოცდილების გაზიარების  მნიშვნელობას.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.