Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა “აზოტის” თანამშრომლებთან

27 იანვარს, თბილისში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, შპს ,,რუსთავის აზოტი“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, კომიტეტის წევრებს და აქტივისტებს შეხვდა რომლებიც შემდეგი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილები:

თამაზ დოლაბერიძე (დარგობრივი პროფკავშირის პრეზიდენტი)
გელა ბიჭიაშვილი (თავმჯდომარე)
გელა ჯობავა (მოადგილე)
გია ვანიძე (ციან მარილების წარმოება)
ნუგზარ დიასამიძე (ანტიკოროზიის საამქრო),
აკაკი გოგიტაძე (ამონიუმის გვარჯილის საამქრო),
იოსებ მელიქიძე (ამიაკის სინთეზის საამქრო),
შოთა ციცხვაია (ამონიუმის სულფატის საამქრო),
შოთა კოკნაძე (სიცივის საამქრო)

შეხვედრა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის მიერ დაგეგმილი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში შედგა და მასზე საუბარი ძირითადად საქართველოს პროფკავშირების სტრუქტურული გაძლერებისა და ინსტიტუციონალური განვითარების აუცილებლობას შეეხო.

შეხვედრის მონაწილეებმა, ურთიერთინფორმირების, სიღრმისეული მსჯელობისა და ანალიზის შემდეგ მოისმინეს ირაკლი პეტრიაშვილის მოსაზრებები და რეკომენდაციები საწარმოში პროფკავშირის წევრთა უფლებების დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლებისათვის გასაწევი აუცილებელი აქტივობების შესახებ.1azot

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.