Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა ქსნის მინის ტარის ქარხანაში დასაქმებულებთან

4 აპრილს, დაბა ქსანთან ახლოს, ციხისძირის დასახლებაში, გაიმართა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, სს ,,მინა“-ს, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება, რომელსაც ქარხნის 40-მდე დასაქმებულის გარდა დაესწრო დარგობრივი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობა – თამაზ დოლაბერიძე (პრეზიდენტი), თეიმურაზ გვენეტაძე (ვიცე-პრეზიდენტი), ია მაღრაძე (ფინანსური მენეჯერი).

კრებაზე მოისმინეს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ანგარიში, ასევე დარგობრივი პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოხსენება.

კრების მონაწილეებმა აღნიშნეს მოქმედი კომიტეტის წევრების წვლილი პროფკავშირული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოითქვა კრიტიკული შენიშვნებიც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიმართ, საინფორმაციო საქმიანობასთან, კოლექტიური მოლაპარაკებების მიმდინარეობის ხარისხთან, დარგობრივი პროფესიული კავშირის მიერ გამართული სემინარებისა და სასწავლო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ საერთო კრებამ გადაწყვიტა, რომ პირველად პროფკავშირული ორგანიზაციის მმართველ რგოლში გატარდეს ცვლილებები, რისთვისაც კრებამ დაასახელა კანდიდატები და შეარჩია 17 ადამიანისგან დაკომლექტებული საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს საარჩევნო კონფერენციას, მანამდე კი ორგანიზაციის მართვას დარგობრივი პროფესიული კავშირის გამგეობა განახორციელებს.qsani

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.