Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა შრომის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით

გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, აღნიშნული სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის,სახალხო დამცველის აპარატის, პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს პროკავშირულებს, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი წარმოადგენდა.

აღნიშნული ძირითადი მიზანი იყო დამსწრეთათვის შრომის ინსპექციის შესახებ არსებული შეხედულებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა-გაზიარება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2014 წელს ჩატარებული შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასების მიმოხილვა.

მონაწილეებმა იმსჯელეს იმ საკანონმდებლო შესაძლებლობებსა და წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც ქვეყანაში ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნვეყოფს.shroma

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.