Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომითი დავა BP-ს წინააღმდეგ გრძელდება

თბილისი საქალაქო სასამართლოში, საქმის ახალი განმხილველი მოსამართლე, ზაალ მარუაშვილი, პარასკევს, 2019 წლის 20 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, იწყებს ნავთობის და გაზის დარგობრივი პროფკავშირის, Pipeline Union-ის თავმჯდომარის მოადგილის ვახტანგ პირმისაშვილის შრომითი დავის განხილვას მოპასუხე BP საქართველოს   წინააღმდეგ.

აღნიშნული შრომითი დავის პრეცენდენტულობას განაპირობებს მთავარი სასარჩელო მოთხოვა შენიღბული შორმითი ურთიერთობის არსებობის აღიარება.

შრომის სამართლის სფეროში, შიდასაკანონმდებლო მოწესრიგება ეფექტიანად უნდა ებრძოდეს შენიღბულ შრომით ურთიერთობას, მათ შორის, ისეთ შეთანხმებებს, რომელიც მალავს ურთიერთობის ნამდვილ სამართლებრივ სტატუსს.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი კომპანია BP საქართველოში  6 წლიანი მუშაობა იყო შენიღბული შრომითი ურთიერთობა, ურთიერთობა როდესაც დამსაქმებელი ეპყრობა პირს არა როგორც დასაქმებულს, არამედ მალავს მის, როგორც დასაქმებულის, ნამდვილ სამართლებრივ სტატუსს. ამგვარი შენიღბული შრომითი ურთიერთობის შემთხვევებში, დასაქმებულებს ერთმევათ კანონიერი დაცვის მექანიზმები.

გარდა შენიღბული შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარების მოთხოვნისა, პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ითხოვს, პროფესიული კავშირების კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი მოცდენის, მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანზღაურებას.   

ვახტანგ პირმისაშვილს სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.