Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომითი დავების გადაწყვეტა

სტატიის ავტორი:  დავით არაბიძე

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სამი ათეული წელია რაც რეალობად იქცა ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები. შრომით დავას კონკრეტული სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოაქვს და ეს შედეგები შეიძლება დამანგრეველიც იყოს ეკონომიკისა და სოციალური ვითარებისთვის. შრომითი დავები გარდაუვალია, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგისა და პარტნიორობის პრინციპებით ხელმძღვანელობისას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შეუძლიათ ცივილიზებულად გადაწყვიტონ პრობლემა, არადა სხვა შემთხვევაში მოვლენებმა შეიძლება სოციალურ-შრომითი კონფლიქტის სახეც შეიძინოს.

ფართო მასშტაბის შრომითი დავების წინმსწრებად მოსაგვარებლად სოციალურ პარტნიორებს შეუძლიათ აწარმოონ ერთობლივი ობიექტური მონიტორინგი სოციალურ და შრომით გარემოზე, რაც ძალზე ეფექტური მეთოდია. ერთობლივი მონიტორინგი უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით იძლევა შესაძლებლობას სოციალურმა პარტნიორებმა რეალურ დროში მიიღონ აქტუალური და საიმედო ინფორმაცია მოსალოდნელ ან საწყის სტადიაზე მყოფ შრომით დავებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის საჯაროობას, რათა საზოგადოება დროულად იყოს ინფორმირებული მოსალოდნელი მოვლენების თაობაზე. დროული ინფორმირების შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი სოციალური დიალოგით გონივრული და დროული კომპრომისის მიღწევა.

შრომითი დავების მოგვარებას სწავლა სჭირდება, რადგან აქ მოქმედებს ისეთი ფაქტორები რომელთა მიმართ აუცილებელია მეცნიერული ცოდნა. მხოლოდ მეცნიერულად გამართული მედიაცია და შრომითი დავის კვალიფიციური კონფლიქტოლოგი არის გარანტი პრობლემის წარმატებული გადაწყვეტისა.

საქართველოს უნივერსიტეტებში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე უნდა ამოქმედდეს შრომითი დავების მედიაციისა და კონფლიქტოლოგიის სასწავლო პროგრამები. ამ სასწავლო პროგრამებმა უნდა მოამზადოს სათანადო სპეციალისტების მთელი კორპუსი, რათა ქვეყანაში იყოს პრობლემის გადაწყვეტის სათანადო ინსტრუმენტი.

ცხოვრბა აჩვენებს რომ როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური შრომითი დავები გონივრული კომპრომისის საფუძველზე წყდება, როდესაც სოციალური პარტნიორობა საქმით არის დადასტურებული. მხოლოდ ეს  გზა მიდის  ეკონომიკურად ეფექტური და სოციალურად პროგრესული გადაწყვეტილებებისკენ.

შრომითი სამართალი, სოციალურ-შრომითი ურთიერთობები, ინდივიდუალური და კოლექტიური მოლაპარაკებები, შეთანხმებები ცოდნას საჭიროებს. სოციალური პროგრესის პრინციპის შესაბამისად მიმაჩნია ძალიან სასარგებლო გადწყვეტილებად სათანადო, ორგანიზებული სემინარებისა და ტრენინგების კომპლექსის შემუშავება და განხორციელება, რაც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს მისცემს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომით დავების სწრაფად, ეფექტურად და ცივილიზებულად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

შრომითი დავის სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგისა და პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტა საზოგადოების განვითარების მაჩვენებელია.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.