Search
Close this search box.
Search
Close this search box.

„შრომითი ურთიერთობების გენდერული ასპექტები“ – პროფკავშირების წევრების ცნობიერების ამაღლებისთვის სემინარები გრძელდება

29-30 აგვისტოს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში /სასტუმრო „ვილა პალასი“/, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „შრომითი ურთიერთობების გენდერული ასპექტები“. 

სემინარის მომხსენებლებმა, საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებთან განიხილეს ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • შრომითი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება;
  • ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით;
  • უფლების დაცვის მექანიზმები;
  • საავადმყოფო ფურცლით სარგებლობა;
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხო გარემო;
  • დისკრიმინაციისა და შევიწროების მნიშვნელობა;
  • სამუშაო საათების ნორმის დაცვის აუცილებლობა;
  • ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება;
  • ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • უქმე და დასვენების დღეებში ნამუშევარი საათების ანაზღაურება და ა.შ

სემინარს უძღვებოდნენ: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები: სერგო მახარაძე და გაგი მელიქიძე; საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი –  ია შერაზადიშვილი.

ტრენინგმა კითხვა-პასუხის რეჟიმში, საინტერესოდ ჩაიარა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.