Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის მინისტრი შრომის ინსპექციის ამოქმედებას ივნისიდან ვარაუდობს

შრომის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შრომის ინსპექცია ზაფხულიდან, დაახლოებით ივნისიდან ამოქმედდება. მისი თქმით, გადამზადებას პირველ ეტაპზე 25 ადამიანი გადის.

“პირველ ეტაპზე ეს იქნება 25 ადამიანი. გადამზადების ხანგრძლივობა, თუ სწორად მახსოვს, თვე-ნახევარია. შესაბამისად, ზაფხულიდანვე, ალბათ ივნისიდან, მზად იქნებიან, ინსპექტირება დაიწყონ. ინსპექტირების ფორმატი სტანდარტული დოკუმენტია, რომელიც მოიცავს როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ასევე დამცავი საშუალებებით აღჭურვას. სპეციფიკა განასხვავებს მხოლოდ წარმოების ტიპს. მაგალითად, ეს არის რაიმე ნედლეულის მოპოვება თუ სამშენებლო. ეს ადამიანები შეფასებისთვის საერთაშორისო სტანდარტის Health Safety and Environment პროტოკოლს გამოიყენებენ”, – თქვა სერგეენკომ.sergeenko

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.