Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის სამინისტრომ პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის შრომითი დავის გადასაწყვეტად მედიატორი დანიშნა

2013 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშიორს შორის გაფორმდა გაფიცვის შეწყვეტის შემდგომი შემათანხმებელი ოქმი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმათ, საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია 2014 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იღებდა ვალდებულებას შეესრულებია რკინიგზელების ის სამი ძირითადი მოთხოვნა, რის გამოც საქართველოს რკინიგზაზე მაშტაბური გაფიცვა განხორციელდა. სამწუხაროდ დღემდე აღნიშნული ვალდებულება რკინიგზის ადმინისტრაციამ არ შეასრულა, რის გამოც “რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა” ადმინისტრაციასთან მორიგი შრომითი დავა წამოიწყო.

რკინიგზაში წარმოშობილ შრომის დავასთან დაკავშირებით , პროფკავშირმა 2014 წლის 21 ოქტომბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს საქართველოს შრომის კოდექსის 48 პრიმა მე–3 მუხლის შესაბამისად შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების გაგზავნიდან 21 დღის ვადაში, ითვალისწინებს შრომით დავაზე დაიწყოს შემათანხმებელი პროცედურა, რომელშიც მონაწილეობას სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი წარმართავს.

11 ნოემბერს, მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის ზაზა სოფრომაძის N:01–286/ო ბრძანების თანახმად, საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და სს “საქართველოს რკინიგზას“ შორის, კოლექტიური დავის საგნისა და შემათანხმებელი პროცედურების შესწავლისა და შეჯერების მიზნით, დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ქალბატონი ქეთევან ირემაშვილი.

რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: წინასაახალწლოდ გაიცეს ე.წ. მე–13 ხელფასი, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს ახალი სახელფასო სისტემა კლასისა და დამსახურების დანამატების გათვალისწინებით და დაიწყოს გაცემა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების კვირაში 40 საათის შემდგომ.

უკვე დაწყებულია შრომით დავაზე შემათანხმებელი პროცედურები, რომელსაც მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორი,  ქეთევან ირემაშვილი უხელმძღვანელებს.

იხილეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება მედიატორის დანიშვნასთან დაკავშირებით:

brzaneba

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.