Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთხოება, პოლიტიკა და გამოწვევები

ბიზნეს გაერთიანების „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE)  ეგიდითა და ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე „საქართველოში ების მხრივ  არსებული პოლიტიკა, გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კონფერენციის მასპინძელი ბიზნეს გაერთიანების „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი,  თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა  და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) მრჩეველი პიერ ვინსენსინი და დამსაქმებელთა ორგანიზაციების რეგიონალური კოორდინატორი ვლადიმერ ჩუროვიჩი.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ დაინტერესებული მხარეების მიერ პოზიციების გაზიარებას. სოციალურმა პარტნიორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს მათი ხედვები შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე,  პოლიტიკაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო საქართველოში შრომის უსაფრთხოების  სერვისების ეფექტური მოდელების შემუშავებასა და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ნუსხის შემუშავების საკითხს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.