Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთხოების მე-7 კონფერენცია

თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ’’- ში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების რიგით მე-7 კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში არსებულ ხარვეზებზე და იმაზე მსჯელობდნენ, თუ რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე არსებული ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შესაძლებელია თუ არა საქართველოში დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის მოგვარება გაფიცვებისა და სხვა რადიკალური ზომების გარეშე? შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთი საკითხი ასეც დაისვა.ღონისძებას პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროფკავშირების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საწარმოო უბედური შემთხვევების საგანგაშოდ მზარდ სტატისტიკაზე და შრომის ინსპექციისთვის სანქცირების მექანიზმების მინიჭების აუცილებლობაზე.15123290_10154320190148073_5021571888188811924_o 15123299_10154320191748073_2856690080049750677_o  15129546_10154320188703073_1416357538269934386_o  15167501_10154320191778073_399089232288517118_o 15194312_10154320191908073_5558524278584583236_o

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე:

“არ უნდა გვქონდეს ამბიცია იმისა, რომ ევროპელებსა და დასავლეთს მხოლოდ დოკუმენტებით დავნახოთ, რომ მათთან ნტეგრაცია გვინდა. ეს ყველაფერი ადამიანთა ცხოვრების დონეზე უნდა აისახოს. დასაქმებულებმა უნდა იგრძნონ, რომ აქვთ უფლებები და არა მარტო მოვალეობები, რათა აღარ იყოს ამდენი შრომითი კონფლიქტები და ამ ყველაფერმა ერთად არ დაანგრიოს საქართველოს ეკონომიკა”

.პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ , გოჩა ალექსანდრიამ აღნიშნა, რომ სხვადასახვა საწარმოში პროფკავშირული საქმიანობის გამო დასაქმებულების დევნის ფაქტები დაფიქსირდა. ,,პროფესიული კავშირები ვაპირებთ ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავლად არის შრომითი ურთიერთობის სფეროში, მათ შორის ხარვეზიანი შრომის კანონმდებლობაზე, განსაკუთრებით ასოციაციის არსებობის კუთხით, რაც გულისხმობს პროფესიული კავშირების შექმნის თავისუფლებას. ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. რამდენიმე მსხვილ საწარმოში, როგორც კერძო ისე სახელმწიფო საწარმოში, ადამიანებს დევნიან პროფკავშირული აქტიურობის გამო და სამსახურიდან დაითხოვეს რამდენიმე, მიმდინარე წელსაც, გასულ წელსაც’’, – განაცხადა გოჩა ალექსანდრაიმ.

დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, მიხეილ კორძახიას განცხადებით, კონფერენცია ეძღვნება სწორედ შრომის სფეროში კანონმდებლობის დახვეწას. ,,ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს განხილული ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური ინტერესების ჭრილში და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხევავში მიიღწევა მიზანი. დღევანდელი რეგულაციით, რომ შრომის კოდექსში არსებობს, სადაც პასუხისმგებლობა არის ცალსახად დამსაქმებელზე, ამ ნაწილში რა თქმა უნდა, მოგვიწევს მუშაობა პასუხისმგებლობის დონეების განსაზაღვრად’’, – განაცხადა მიხეილ კორძახია

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.