Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შსო-ს კონფერენცია ჟენევაში

საქართველოს პროფკავშირების დელეგაცია, ჟენევაში მიმდინარე შრომის საერთაშორისო კონფერენციაში  მონაწილეობს. კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ოფისში იმართება.

ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO ACTRAV)-ის ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სერგიუს გლოვასკასთან. განსახილველ საკითხებს შორის  საქართველოში შრომით სფეროში შექმნილი მდგომარეობა, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკა, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და შრომითი უფლებების დარღვევების ფაქტები იყო.

პროფკავშირების მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და აზიის ბიუროს დირექტორთან ჰანც კიოლერთანკიოლერმა მიიღო ინფორმაცია, სს “საქართველოს ფოსტაში”, სს “საქართველოს რკინიგზა”-ში,  შპს”რუსთავის აზოტ“ში,  კაზრეთში მდებარე კომპანია “RMG Gold”-ში და სხვა საწარმოებში პროფკავშირების დევნისა და შევიწროების ფაქტებზე.

პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრაციის,  ღირსეული შრომის,  უნივერსალური პრინციპების გამოყენების,  დასაქმების და შრომით საკითხთა კომიტეტების მუშაობაში. ასევე განხილვაში ინდივიდუალური ქვეყნების საკითხთა პანელზე, სადაც ყაზახეთის პროფკავშირების საკითხი იხილებოდა. ქართულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყაზახეთის პროფესიული გაერთიანებას და დაგმო ორგანიზაციის წევრთა დევნის და მათი ხელმძღვანელობის უსაფუძვლო დაპატიმრების ფაქტები.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ირაკლი პეტრიაშვილის სამუშაო შეხვედრა აშშ- ს “სოლიდარობის ცენტრის” (Solidarity Center) დირექტორთან შ. ბადერ-ბლაუსთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო პარტნიორობის პოტენციური მიმართულებები.

პროფკავშირების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შრომის საერთაშორისო კონფერენციის 106 სესიაში, რომელიც გაერთიენებული ერების ორგანიზაციის, ევროპის მთავარი ოფისის საკონფერენციო დარბაზი გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია კონვენციების და რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის ეფექტურობის შესახებ.
განსახილველ საკითხებს შორის იყო: – შრომით მიგრაცია, დასაქმება და ღირსეული შრომა მშვიდობისათვის,  სამუშაო ადგილებზე ფუნდამენტური პრინციპების და უფლებების სტრატეგიული მიზანი სამართლიანი გლობალიზაციისთვის, სოციალურ სამართლიანობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  დეკლარაციის ფარგლებში.

18920265_1295021740616108_8272293211810139410_n 18920448_1295045133947102_1292971750433701703_n 18920598_1294631047321844_4860325051257406068_n 18920694_1295045077280441_1194078245268784256_n 18921655_1441655139215258_1748995595561253763_n 18921957_1295021647282784_8407138725784400767_n
კონფერენციაში და მის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობენ:
– ირაკლი პეტრიაშვილი (საქართველოს
პროფკავშირების გაერთიანება)
– შალვა ლაზარიაშვილი (საქართველოს
პროფკავშირების გაერთიანება)
– ირაკლი ამირანაშვილი (მედიცინის
მუშაკთა პროფკავშირი)
– ვიტალი გიორგაძე (რკინიგზელთა
ახალი პროფკავშირი)
– სულიკო მაშია (კავშირგაბმულობის
მუშაკთა პროფკავშირი)
– მაია კობახიძე (განათლების მუშაკთა
პროფკავშირი)
– თამაზ დოლაბერიძე (საქართველოს
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური
მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი)

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.