Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ცუდია თუ კარგი არალეგალური იმიგრაცია რუსეთისათვის?

imigraciaდღეს არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ რუსეთი ნებისმიერი გზითა და საშუალებით ებრძვის არალეგალურ შრომით იმიგრაციას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ხშირად პოლიტიკური სარჩული აქვს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში ხდება. მაგრამ, დავივიწყოთ ცოტა ხნით პოლიტიკა, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ თუ რამდენად კეთილგონიერად იქცევა რუსეთი?

რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა 149 მილიონიდან (1991 წელს) შემცირდა 142 მილიონამდე  (2006 წელს). ამის მიზეზი ნაწილობრივ რუსეთიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაა, ნაწილობრივ  შობადობის შემცირება (1.9 დან, 1.28 მდე. 1991 და 2006 წლებში შესაბამისად), ნაწილობრივ კი სიკვდილიანობის ზრდა (სიკვდილიანობის მაჩვენებელი რუსეთში აღემატება შობადობის მაჩვენებელს 1.7–ჯერ 2005 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით). წინასწარი ვარაუდით 2050 წლისათვის რუსეთის მოსახლეობა 30.6 მილიონით შემცირდება. 5 წლის პერიოდში რუსეთში სამუშაო ასაკის მოსახლეობა შემცირდება წელიწადში დაახლოებით 5 მილიონით, რადგან ე.წ “Baby Boomer“–ების თაობა პენსიაზე გადის.

რუსეთისათვის გამოსავალი ამ საკმაოდ მძიმე ვითარებიდან ორგვარია: 1. შობადობის გაზრდა (იდეალური შობადობის მაჩვენებელი იქნებოდა 2.3) 2. იმიგრაციის ზრდა და მუშახელის შემოყვანა სხვა ქვეყნებიდან.

რუსეთისათვის მუშახელის სხვა ქვეყნებიდან შემოყვანის რესურსი აშკარად არსებობს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმეტესობაში უმუშევრობის მაჩვენებლები მაღალია. როგორც უმუშევრობის, ასევე ეკონომიკური გაჭირვების თვალსაზრისით საქართველო, სამწუხაროდ, პირველ ადგილზეა.  ამ ქვეყნის მოქალაქეები სამუშაოს სხვა ქვეყნებში ეძებენ და როგორც მონაცემები აჩვენებს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი სწორედ რუსეთია. დანარჩენი დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია…

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.