საგარეჯოში დაფუძნდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაცია, 4 პირველადი ორგაიზაციით და 46 პროფწევრით. თავმჯდომარედ თინათინ მეზვრიშვილი აირჩიეს.
ამერიკის “სოლიდარობის ცენტრი”ს მხარდაჭერით პროფკწევრთათვის ჩატარდა სემინარი თემაზე – პროფკავშირის როლი პროფწევრთა შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს ხეოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე პრეზიდენტი მანანა დარსაძემ, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა და იუირისტმა მირანდა მანდარიამ.