საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, გილოცავთ დედის დღეს! ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ყველა ქალისა და დედის შრომითი უფლებები სათანადოდ იქნება დაცული. დასაქმებული დედებისა და ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, პროფკავშირების გაერთიანება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ, სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინისა და ყველა უკრაინელი დედის მიმართ, რომელთა შვილებს ბრძოლა სწორედ საკუთარი უფლებებისა და სიცოცხლის გადასარჩენად უწევთ.