Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უმუშევრობის შემწეობა

საქართველოს კანონი                

“საქართველოში უმუშევრობის შემწეობის დანიშვნის შესახებ”

მუხლი 1. დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა:
ა.    შემწეობა დაენიშნოს რეგისტრირებულ ყველა უმუშევარს;
ბ.    უმუშევრობის შემწეობა განისაზღვროს თვეში მინიმალური პენსიის ოდენობით (55 ლარი);
გ. შემწეობის გაცემის ხანგრძლიობა განისაზღვროს უმუშევრობის 6 თვის ვადით.

მუხლი 2. უმუშევართა აღრიცხვაზე, რეგისტრაციასა და დაფინანსებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მუხლი 3. “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები უმუშევართა რეგისტრაციისა და შემწეობის დასაფინანსებლად თანხების გამოსაყოფად.

მუხლი 4. ეს კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                      მიხეილ სააკაშვილი


განმარტებითი ბარათი


საქართველოში უმუშევრობის შემწეობის დანიშვნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

ა.    ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა. კანონპროექტის მიღების მიზეზი

ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე – უმუშევრობაა. 2008 წლის მესამე კვარტლის ოპერატიული მონაცემებით ქვეყანაში 280,0 ათასამდე უმუშევარია. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის რიგ დარგებში (მშენებლობა, საბანკო-სადაზღვეო საქმიანობა, მომსახურება, ვაჭრობა და სხვა) შეიქმნა მძიმე პირობები და ადგილი აქვს მუშაკთა მასობრივი დათხოვნის ფაქტებს.
არსებული რეალობის გათვალისწინებით სავარაუდოდ უმუშევართა დეკლარირებული რაოდენობა უახლოეს პერიოდში 350,0 ათას მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ არ მოქმედებს უმუშევრობის დაცვის მექანიზმი, მოსახლეობის ელემენტარული სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭიროა გამოიძებნოს სახსრები უმუშევრობის შემწეობის დაწესებისათვის და რეგისტრირებულ უმუშევარზე მისი ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ ქვეყანაში მოქმედი მინიმალური პენსიისა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საერთო შეფასებით კრიზისი მოსალოდნელია გაგრძელდეს 2009 წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შემწეობის ხანგრძლიობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 6 თვით.
ასეთი კატეგორიის ადამიანები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. პირველადი მოთხოვნილების საგნების შესაძენად და მომსახურების მისაღებად, მათი საჭირო სახსრებით გარკვეული პერიოდის მანძილზე უზრუნველყოფის მოთხოვნა ეფუძნება სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპებს, რაც სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს წარმოადგენს. ამასთან თითოეულ უმუშევარზე გაცემული თანხა უპირველესად მიმართული იქნება პირველადი სამომხმარებლო ხარჯების გასაწევად, რაც თავის მხრივ წაადგება ადგილობრივ წარმოებას, მცირე და საშუალო ბიზნეს და ხელს შეუწყობს ამ სფეროში სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნას.

ა.ბ. კანონპროექტის მიზანი

    კანონპროექტის მიზანია უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მისცეს ელემენტარული საარსებო წყარო, აღადგინოს სოციალური სამართლიანობა და სოლიდარობა საზოგადოებაში, დაიცვას ქვეყანა მოსალოდნელი სოციალური აფეთქებისა და სიღარიბის მაჩვენებლის შემდგომი გაღრმავებისაგან.
    

ა.გ. კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტით შემოთავაზებული უმუშევრობის შემწეობის დაწესება ხელს შეუწყობს მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის პირობებში, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებას, ასევე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გარკვეული პერიოდით მინიმალური სახსრებით უზრუნველყოფას და ქვეყანას ააცილებს სიღარიბის დონის გაღრმავებას.
     უმუშევრობის პერიოდში შემწეობის მიმღებ პირს გაუჩნდება მინიმალური საარსებო წყარო, რაც შეესაბამება საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებს.

ბ.    კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
    კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით.

ბ.ბ. კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
    კანონპროექტის მიღება გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რადგან გაცემული შემწეობის თანხა ძირითადად მიმართული იქნება ქვეყნის შიდა ბაზარზე აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად და მომსახურების მისაღებად, რაც თავის მხრივ გაზრდის ამ სფეროებიდან დამატებითი გადასახადების მიღების შესაძლებლობას. ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნას. კონკრეტული ფინანსური შედეგების განსაზღვრა კანონპროექტის შემუშავების დროს შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება მოვიტანოთ ექსპერტული გათვლები, კერძოდ:
2008 წელს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ შეადგინა 1 726,2  მლნ. ლარი (მცირე – 826,6 მლნ. ლარი და საშუალო – 897,6 მლნ. ლარი), ხოლო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა იყო 132,5  ათასი. ამავე პერიოდში საშუალო და მცირე საწარმოებში საშუალო ხელფასმა შეადგინა 323,2  ლარი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით ერთი დასაქმებულის მიერ გამოშვებული პროდუქცია შეადგენს 13027 ლარს. აქედან გამომდინარე 115,5 მლნ. ლარი ქმნის 8 880 სამუშაო ადგილს, რომლის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო იქნება წელიწადში 34,4 მლნ. ლარი. 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის მიხედვით ქვეყანა მიიღებს წელიწადში 6,9 მლნ. ლარს ანუ მიზნობრივად გაცემული თანხის – 115,5 მლნ. ლარის 6%-ს.
   
ბ.გ. კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ხარჯვით ნაწილზე, მაგრამ გამოიწვევს ხარჯვითი მუხლების ცალკეულ პარამეტრებში კორექტირების შეტანის აუცილებლობას (იხ. დანართი #1).

ბ.დ. სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2009 წლის ბიუჯეტის საერთო ხარჯვითი ნაწილის გაზრდას, მაგრამ მოითხოვს ცალკეული პარამეტრების მოცულობის შემცირების აუცილებლობას.

ბ.ე. კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
    კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის დიდ ნაწილს ელემენტარული საარსებო სახსრებით და საერთო ჯამში სტიმულს მისცემს ქვეყნის შიგნით წარმოებისა და ბიზნესის განვითარებას, რადგან მოსახლეობის ამ კატეგორიაზე გაცემული თანხები ძირითადად მიმართული იქნება აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნების და მომსახურების შესაძენად, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში იწარმოება. ასევე საყოფაცხოვრებო-კომუნალური ხარჯების გასაწევად (უმუშევრობის რეგისტრაციისა და სტატუსის განსაზღვრის პირობები, იხილეთ დანართი #2).

გ. კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა. კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ. კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არათუ არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, პირიქით, ის პასუხობს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს , .

გ.გ. კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არა თუ არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას , .

დ.კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა. სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში კონსულტაციები გაგვიწიეს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ (IთUჩ) და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციამ (EთUჩ). კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის ექსპერტებმა:
–    ვლადიმერ პაპავა – პროფესორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
–    ემზარ ჯგერენაია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი;
–    დემურ გიორხელიძე – ეკონომიკის ექსპერტი;
–    თამაზ აქუბარდია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი;
–    კახა კოხრეიძე – სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობის ცენტრი”-ს დირექტორი;
–    არჩილ ბაკურაძე – “ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი”-ს თავმჯდომარე;
–    თემურ თორდინავა – “კავკასიის ეკონომიკური სკოლის” ექსპერტი.

დ.ბ. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
შეფასება დადებითია.

დ.გ. კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საინიციატივო ჯგუფი.

დ.დ. კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი.
 

დანართი #1

მზარდი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყანაში მოსალოდნელი უმუშევრობის ზრდის პირობებში, მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის საჭირო რესურსების მოძიების შესახებ

ქვეყანაში უმუშევართა რიცხოვნობა 2008 წლის მესამე კვარტლის ოპერატიული მონაცემებით 280 ათას აღწევდა. აგვისტოს მოვლენების შედეგად განხორციელებული საომარი მოქმედებისა და მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქმიანობის მთელ რიგ დარგებში (მშენებლობა, ბანკები, მომსახურება, ვაჭრობა და სხვა) შეიქმნა მძიმე პირობები და ადგილი აქვს მუშაკთა მასობრივი დათხოვნის ფაქტებს. არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში უმუშევართა დეკლარირებული რაოდენობა 350 ათას მიაღწევს. ამის საფუძველს გვაძლევს 2008 წლის სექტემბერში აგვისტოს კონფლიქტის შედეგებზე საერთაშორისო ინსტიტუტების: მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკომისიის მიერ “საჭიროებათა შეფასების” განხორციელებისას (



Joint Needs Assessment) საქართველოს მთავრობის განცხადება, ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 100 ათასი კაცით შემცირების საშიშროების შესახებ. მითუმეტეს, რომ იმ ეტაპზე გლობალური ეკონომიკური კრიზისის სიმწვავე არ იგრძნობოდა და საქართველოსათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გათვალისწინებული იყო მხოლოდ აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და არ მოქმედებს უმუშევრობის დაცვის არავითარი მექანიზმი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაწესებული იქნეს უმუშევრობისათვის შემწეობა და მის საფუძველზე გაიცეს რეგისტრირებულ უმუშევარზე თანხა, არა ნაკლებ მოქმედი მინიმალური პენსიის ოდენობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საერთო შეფასებით კრიზისის ხანგრძლიობა მინიმუმ 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მიგვაჩნია, რომ შემწეობის ხანგრძლიობა უნდა განისაზღვროს 6 თვის ვადით მაინც. ამისათვის 350 ათას უმუშევარზე გადაანგარიშებით საჭიროა შემდეგი ფინანსური რესურსები:
350 ათასი (უმუშევართა რიცხვი) * 55 ლარი (მინიმალური პენსია) * 6 თვე (შემწეობის ხანგრძლიობა) = 19,25 მლნ. * 6 = 115,5 მლნ. ლარი
როგორც მოტანილი მონაცემებიდან ირკვევა ქვეყანაში 350 ათას უმუშევარზე მინიმალური პენსიის მაჩვენებელზე გადაანგარიშებით, უმუშევრებზე გასაცემი შემწეობის თანხა თვეში შეადგენს 19,25 მლნ. ლარს, ხოლო 6 თვის მანძილზე საჭირო იქნება 115,5 მლნ. ლარი.
აღნიშნული თანხის დაფარვის წყაროდ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მოქმედი საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი, კერძოდ 20 პროცენტიანი დაბეგვრის სისტემიდან 3 პროცენტი წარიმართოს ამ მიმართულებით. საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გეგმიური მაჩვენებელი განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტისათვის 1 123 მლნ. ლარის და ნაერთი ბიუჯეტისათვის 1 200 მლნ-ის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 3 პროცენტიანი მოცულობა იქნება შესაბამისად 168,5 მლნ. და 180 მლნ. ლარი, რაც სავსებით საკმარისია უმუშევართა საერთო რაოდენობის 6 თვის შემწეობის მინიმალური პენსიის დონეზე უზრუნველსაყოფად.
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით ძირითადი პარამეტრების ხარჯვითი ნაწილი უკვე გაწერილია. ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლია გადაისინჯოს უკვე დამტკიცებული პარამეტრები და აღნიშნული თანხის მოძიება მოხდეს უმტკივნეულოდ, ზოგიერთი მაჩვენებლის მოცულობის კორექტირების საფუძველზე. ისე, რომ შენარჩუნებული იქნეს სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსებისა და ცალკეული კატეგორიის მუშაკთა ხელფასების წინა წლის გეგმიური დონე.

მლნ. ლარებში

 
უწყებისა და მაჩვენებლის დასახელება    2007 წლის ფაქტი    2008 წლის გეგმა    2009 წლის გეგმა    +-    შენიშვნა
                2009-2007    2009-2008   
1. საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები
– საერთო დაფინანსება
– მუშაკთა რიცხოვნობა/კაცი                       
    31,8    35,6    42,96    12,1    7,3   
    1438    1486    1414    48    -24   
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    162    162    162    –    –   
    3,2    3,2    3,8    0,6    0,6   
3. საქართველოს კონტროლის პალატა
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                        საქართველოს კონტროლის პალატაში 2009 წელს წინა წელთან შედარებით მუშაკთა რიცხვის 14 პროცენტით ზრდის პირობებში შრომის ანაზღაურება იზრდება 41,1 პროცენტით
    595    350    400    -195    +50   
    4,6    5,6    7,95    3,35    2,35   
4. საერთო სასამართლოები
– საერთო დაფინანსება
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    30,2    35    38,4    8,2    3,4   
    2403    2403    2327    -76    -76   
    16,1    22,1    25,8    9.7    3,6   
5. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულთა აპარატები                       
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგ.
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    27    28    28    1    –   
    0,29    0,34    0,46    0,17    0,12   
გურიის რეგ.
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    20    21    21    1    –   
    0,22    0,29    0,39    0,17    0,1   
იმერეთის რეგ.
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    27    28    28    1       
    0,3    0,34    0,46    0,16    0,12   
კახეთის რეგ.
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    27    28    28    1       
    0,29    0,34    0,46    0,17    0,12   
და ა.შ პრეზიდენტის რწმუნებულთა აპარატის მუშაკთა შრომის ანაზღაურების ზრდა აღწევს 1 მლნ. ლარს
6. ფინანსთა სამინისტრო
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                        ფ.ს სისტემაში მუშაკთა რიცხოვნობის 5 პროცენტით ზრდის პირობებში ხელფასები იზრდება 21 პროცენტით
    4202    4218    4468    266    250   
    43,9    54,2    67,8    23,8    13,6   
7.საქართველოს პროკურატურა
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    988    830     830    -158    –   
    14,6    16,9    17,5    2,3    0,6   
8. თავდაცვის სამინისტრო
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    32750    37800    37800    5050    –   
    182,7    358,6    445,6    262,9    87   
9. შინაგან საქმეთა სამინისტრო
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    25686    26227    27000    1314    773   
    188,5    265,7    293,2    107,7    27,5   
10. საგარეო საქმეთა სამინისტრო
– საერთო დაფინანსება
– საქონელი და მომსახურება                       
    58,1    58,2    71,3    13,2    13,1   
    40,1    47,9    59,9    19,8    12   
11. გარემოს დაცვის სამინისტრო
– საერთო დაფინანსება                       
    37,5    32,3    45,2    7,7    12,9   
12. სახელმწ. დაცვის სპეც. სამს.
– საერთო დაფინანსება
– მუშაკთა რიცხვი
– შრომის ანაზღაურება                       
    31,3    41,4    44    12,7    2,6   
    3550    3550    3550    –    –   
    20,8    28,6    31,3    10,5    2,7   
13. პრეზიდენტის სარეზ. ფონდი    25    40    50    25    10    პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ბოლო წლებში განისაზღვრებოდა 25-25 მლნ ლარის ოდენობით, მიმდინარე წლის გეგმის პროექტითაც გათვალისწინებული იყო 25-25 მლნ. აქედან გამომდინარე მიზნობრივი დანიშნულებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს 50 მლნ. 
14. მთავრობის სარეზ. ფონდი    25    40    50    25    10   
და სხვა                       
                       

ზემოაღნიშნული წყაროებიდან შესაძლებელია 200 მლნ. ლარის მოძიება, რაც საკმარისზე მეტია ქვეყანაში მინიმალური პენსიის ოდენობით 350 ათასი უმუშევრისათვის 6 თვიანი შემწეობის დასაწესებლად.  


დანართი #2

უმუშევართა რეგისტრაციის პირობებისა და შემწეობის დანიშვნის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ

მიგვაჩნია, რომ ისე, როგორც ეს კანონპროექტშია მითითებული, უმუშევართა რეგისტრაციასა და მათთვის შემწეობის დანიშვნის საკითხებზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რადგან უახლოეს წარსულში ხსენებულ სამინისტროს სტრუქტურაში ფუნქციონირებდა ანალოგიური სამსახური და ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება არსებობს.
ამასთან უპირველეს ყოვლისა სათანადო სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით უნდა შემუშავდეს და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურის მიერ დამტკიცდეს უმუშევრობის შესახებ ახალი დებულება და შეიქმნას სამსახური, რომელიც წარმართავს და ორგანიზებას გაუკეთებს ხსენებული კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
დებულებაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული უმუშევრობის ტერმინი, სტატუსი, აღრიცხვის განხორციელების მექანიზმი, შემწეობის დანიშვნის წესი და პირობები.
უმუშევართა აღრიცხვა უნდა განახორციელონ ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებში შექმნილმა სპეციალურმა სამსახურებმა, რომლებიც კონკრეტულ მონაცემებს თითოეულ პიროვნებაზე შეიტანს სტანდარტული ფორმით მონაცემთა საერთო ბაზაში, დააფიქსირებს შესაბამის სარეგისტრაციო ფურცელზე და ელექტრონულ საიტზე, რომელიც დადგენილ დროში უნდა იქნას გადაგზავნილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში და მონაცემთა გადამოწმების შემდეგ უნდა მოხდეს ამ სიების განხილვა სპეციალურ საბჭოზე. საბჭოს წარდგინების შემდეგ, რეგისტრირებულ უმუშევრად ცნობილ პირებზე უნდა მოხდეს შემწეობის დანიშვნა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
მიგვაჩნია, რომ უმუშევრობის რეგისტრაციას და აქედან გამომდინარე შემწეობის მიღებას არ უნდა ექვემდებარებოდეს:
1.    ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმებული პირი;
2.    პირი, რომელიც იხდის საშემოსავლო გადასახადს;
3.    დეკრეტულ შვებულებაში მყოფი პირი;
4.    პენსიონერი;
5.    მოსწავლე და სტუდენტი;
6.    პირი, რომელიც იღებს სახელმწიფო შემწეობას (გარდა ლტოლვილთა დახმარებისა);
7.    პირი, რომლის უმუშევრობის პერიოდი 2 თვეს არ აღემატება;
8.    სოფლად მუდმივად მაცხოვრებელი, რომელიც ფლობს 2000 კვ.მ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს;
9.    საქართველოში 6 თვეზე ნაკლები ვადით მუდმივად მაცხოვრებელი მოქალაქე;
10.    საქართველოდან 2 თვეზე მეტი პერიოდით ემიგრირებული მოქალაქე;
11.    პირი, რომელიც ეწევა ინდმეწარმეობას (ავტოტრანსპორტით, ხელოსნობით, რეპეტიტორობით, სამედიცინო მომსახურებით, კერძო ბიზნესით და ა.შ).
       უმუშევართა რეგისტრაციის წესების დარღვევა და მონაცემთა გაყალბება უნდა იყოს კანონით დასჯადი. აღნიშნული მოთხოვნის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული ყველა რეგიონული სამსახური და პასუხისმგებელი პირი.
  თუ კი ხელისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნევს უმუშევართა აღრიცხვის სპეციალური სამსახურის შექმნის აუცილებლობას, მაშინ შესაძლებელია ხსენებული ფუნქციის შესრულება დაეკისროს ადგილზე მოქმედ საჯარო რეესტრის ან სტატისტიკის დეპარტამენტის სამსახურებს, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით.
ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ უმუშევრებისათვის შემწეობის დანიშვნის პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებული მოვლენაა. ასე მაგალითად:
იტალიაში უმუშევრობის შემწეობა ინიშნება უმუშევრობის მომდევნო 7 თვის განმავლობაში ხელფასის 40%-ის ოდენობით (ამასთან მოქმედებს სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებიც).
შვედეთში უმუშევრობის შემწეობის ოდენობა გრადაციულად იცვლება პერიოდის მიხედვით: პირველი 200 დღის განმავლობაში უმუშევარი ღებულობს ხელფასის 80%-ს; 201-300 დღის პერიოდში 70%-ს; ხოლო 301-450 დღის პერიოდში 65%-ს.
დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის შემწეობის ოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, ოჯახურ პირობებზე და სხვა შემოსავლებზე. ასე მაგალითად: 16-17 წლის ასაკში კვირაში ეძლევა 36.65 გირვანქა სტერლინგი, 18-24 წლის ასაკში-46.85 გირვანქა, ხოლო 25 წელზე ასაკის მეტს 59.15 გირვანქა კვირაში. ასევე მოქმედებს შეღავათების სხვა სისტემაც.
ჩინეთში უმუშევრობის შემწეობა დგინდება მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის შეჯამებით.
კანადაში შემწეობა ცნობილია სამუშაოს დაზღვევის სახით, ხოლო ავსტრალიაში უმუშევრობის შემწეობა განისაზღვრება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ა.შ.
ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ უმუშევრებისათვის შემწეობის დანიშვნა შეესაბამება ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სასიცოცხლო ინტერესებს, ჰუმანურ პრინციპებსა და საერთაშორისო ნორმებს.
         
   

  

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.