საქართველოს პრეზიდენტს
მიხეილ სააკაშვილს
ბრიუსელი. 16 სექტემებერი 2011 წელი ბატონო პრეზიდენტო,მე გწერთ, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის სახელით, რომელიც აერთიანებს 175 მილიონ დასაქმებულს და წარმოდგენილია მსოფილიოს 151 ქვეყანაში, რათა დაუყოვნებლივ მიაქციოთ ყურადღება ადამიანისა და პროფკავშირის უფლებების უხეშ დარღვევას, რომელიც ჩადენილი იქნა ინდურ-ქართული შ.პ.ს ‘’ევრაზიანსტილის’’ საკუთრებაში მყოფ ქალაქ ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო ‘’ჰერკულესში’’.2011 წლის 4 აგვისტოს ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა შექმნეს პროფკავშირი, რომელშიც გაწევრიანდა 147 დასაქმებული და აირჩიეს ხელმძღვანელი ორგანოები. თუმცა, საწარმოს ადმინისტრაციამ არ აღიარა პროფკავშირი და მისი არჩეული 6 ლიდერი 11 აგვისტოს სამუშაოდან გაათავისუფლა. ადმინისტრაციამ ასევე უგულვებელჰყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მცდელობა მოლაპარაკებების გზით გადაეჭრა არსებული კონფლიქტი. 2 სექტმებერს, საწარმოს მუშებმა საქართველოს კანონდმებლობის დაცვით მოაწყვეს გამაფრთხილებელი გაფიცვა და მოითხოვეს სამუშაოდან განთავისუფლებული პროფკავშირული ლიდერების სამუშაოზე აღდგენა და კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება, რაზეც ადმინისტრაციამ სხვა პროფკავშირის აქტივისტების სამუშაოდან დათხოვნით უპასუხა. 13 სექტემბერს მუშებამ გამოაცხადეს სრულმასშტაბიანი გაფიცვა, რომელშიც მუშა-ხელის 90 პროცენტი მონაწილეობდა. რამდენიმე გაფიცულმა კი შიმშილობა დაიწყო. 15 სექტემბერს, ღამის 10:15 წუთზე, გაფიცულებთან გამოჩნდა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომლის მანქანასაც პოლიციელების 50 მანქანა მოყვებოდა. პოლიცილებმა გაფიცვის დაშლა დაიწყეს, 11:15 წუთისთვის მოშიმშილეები და 40-მდე მოშიმშილე იქნა დაკავებული, რომლებიც რამდენიმე საათის შემდეგ გაანთავისუფლეს. საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელები სახლებში ურეკავდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი აკითხავდნენ გაფიცულ მუშებს და ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, თუკი ისინი სამუშაოზე არ დაბრუნდებოდნენ. ზოგიერთმა მუშამ ისიც კი განაცხადა, რომ მათ ემუქრებოდნენ თუკი არ დაბრუნდებოდნენ სამუშაოზე, პოლიცია ძალით წამოიყვანდა მათ. დაკავებულ მუშები აიძულეს დაეწერათ ხელწერილები იმის შესახებ, რომ ისინი აღარასოდეს არ მიიღებდნენ მონაწილეობას მსგავსი ტიპის გაფიცვებში, აქციებსა და მანიფესტაციებში და ისინი დაუბრუნდებოდნენ სამუშაო ადგილებს.პოლიციელების მხრიდან ამ უკანონო მოქმედებებს მთავრობის არცერთი ოფიციალური პირისგან კომენტარი არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის ვიცე-მერს, რომელმაც გაფიცული მუშები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინვესტორები ყველანაირ დახმარებას მიიღებდნენ სახელმწიფოსგან. ‘’ჰერკულესში’’ განვითარებული მოვლენები არის აპროფკავშირული უფლებების სერიოზული დარღვევა, როგორც საწარმოს ადმინისტრაციის, ასევე მთავრობის მხრიდან. პროფკავშირების ლიდერებისა და დამფუძნებლების სამუშაოდან დათხოვნა არის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული გაერთიანების თავისუფლების უხეში დარღვევა. ხოლო სამართლებრივად შექმნილ პროფკავშირებთან მოლაპარაკებების იგნორირება კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ცალსახა დარღვევაა. ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა არათუ დაგმეს ასეთი უკანონო მოქმებები, პირიქით კედავ მეტად შეუწყვეს ხელი ამ უკანონობის ჩადენას პოლიციის გადამატებული ძალის გამოყენებით. პოლიციის მიერ კანონიერი გაფიცვის მონაწილეების დაპატიმრებებით დაშლა არ]] >