Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს მთავრობის ჩვენება

საქართველოს მთავრობის ზეპირი ჩვენება
2012 წლის 24 იანვარი
საქართველოს მთავრობის მიზანია, როგორც ეს მიმდინარე პასუხშია ნაჩვენები, მიიღოს
სათანადო ზომები, რათა კიდევ უფრო განავითაროს და დახვეწოს შრომის კანონმდებლობა ისე,
რომ ის შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან, სხვა საკითხთა შორის,
მაქსიმალურად გაითვალისწინოს საჩივარში წამოჭრილი საკითხები.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე პასუხში შეიტანა სპეციალური თავი ‘’გზა მომავლისკენ’’,
რათა გაემთლიანებინა და კონსოლიდერებული ფორმით წარმოედგინა ყველა ის საკითხი,
რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოასწორებს.
ამ ფორმატში, საქართველოს მთავრობა გვთავაზობს მოქმდებას, რათა მოიცვას და
გამოასწოროს საჩივარში აღნიშნული ყველა საკითხი. მათ შორის:
ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის შესაძლებლობათა გაძლიერება,
რათა მოხდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოყენება.
განაგრძობს დიალოგს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან
და სამმხრივი კომისიის ფორმატში;
შრომის საკითხებზე მოსამართლეების ტრენინგი;
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაცების ტრენინგი მოლაპარაკებების
წარმოების დროს მათი უფლებების შესახებ;
საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება:
საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება:
ა) გაერთიანების თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია
უფრო სპეციფიკური საფუძვლებისა და პროცედურების შექმნა, რომლითაც
პროფკავშირის ან ასოციაციის საქმიანობის შეჩერება უფრო გართულდება.
პროფკავშირის შექმნისთვის დაწესებული წევრობის მინიმალური ოდენობის
მოთხოვნის გაუქმება, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს და გამარტივდეს
პროფკავშირის შექმნისთვის აუციულებელი პროცედურები.
ბ) კოლექტიური მოლაპარაკებების შემნდგომი განვითარება
დაიხვეწება კოლექტიური მოლაპარაკებებისა და მათთან დაკავშირებული საქართველოს შრომის
კანონმდებლობაში ასხაული დებულებები ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას კოლექტიური
ხელშეკრულებების შემდგომი ხელშეწყობა და აღნიშნული ნორმები სრულ შესაბამისობაში
იქნას მოყვანილი საერთაშორისო სტანდარტებთან.
უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობაში უფრო მკაფიო, პროფკავშირის წევრობის
გამო დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმის შეტანა, როგორც შრომითი ხელშეკრულების
გაფორმებამდე, ისე ხელშეკრულებისმოქმედების განმავლობაში- მოლაპარაკებების დროს.
დაწესდება ეფექტური და ადეკვატური სანქციები პროფკავშირების საქმიანობაში
ჩარევის ქმედებების მიმართ.
გ) გაფიცვის უფლება
– გაფიცვის 90-დღიანი ვადის გაუქმება
– უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებულთა უფლება მონაწილეობა მიიღოს სოლიდარულ ან საპროტესტო გაფიცვაში
– შესწორებულ იქნება შრომის კოდექსის ის დებულება, 
 რომელიც არბიტრაჟისათვის ნებაყოფლობით მიმართვას შეეხება; 
დ) ბავშვთა უფლების ეფექტური დაცვა
– ზუსტად განისაზღვრება დასაქმების მინიმალური ასაკი, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ბუნდოვნება
– ნათლად ჩამოყალიბდება დებულებები, რომლებიც ზღუდავენ ბავშვთა სამუშაო საათებს;
– უფრო ზუსტად განისაზღვრება საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებისათვის დასაშვები ასაკი;
ე) სამუშაო პირობები
– ზუსტად განისაზღვრება დამსაქმებლის უფლება “შრომითი ხელშეკრულების ,,არარსებითად’’ შეცვლასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა აცხადებს ნამდვილ პოლიტიკურ ვალდებულებას, გამოასწოროს შრომის ძირითად სტანდარტებთან დაკავშირებული ეს საკითხები და უზრუნველყოს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.