25.10.12. 2007 წელს ფოთის პორტის ადმინისტრაციამ კომპანიაში გაანადგურა პროფკავშირები ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მასობრივი განთავისუფლება პროფკავშირული მუშაკების, დალუქა პროფესიული კავშირების ოფისი, აწარმოებდა ზეწოლას თანამშრომლებზე, აშინებდა და ზეწოლას ახორციელებდა პროფკავშირებზე. ეს საკითხი განხილულ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტზე, რასაც მოჰყვა კრიტიკული რეკომენდაციები მთავრობის მიმართ გამოეწორებინათ არსებული სიტუაცია. თუმცა, მთავრობამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ეს საკითხი დღემდე განნიხილება ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში სტრასბურგში.
მიმდინარე წლის 9–10 ოქტომბერს დოკერები გაიფიცნენ. გაფიცვის მთავრი მიზეზი იყო ის, რომ დროებითი კონტრაქტის პირობებში მათი შროიმითი ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს (362$) თვეში, მაშინ როდესაც მუდმივი კონტრაქტების პირობებში დასაქმებულებს აქვთ 1000 ლარი (603$). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ორივე შემთხვევაში მუშებს თვითონ უნდა შეეძინათ სპეცტანსაცმელი. ისინი ასევე აპროტესტებენ მძიმე სამუშაო პირობებს.
პროფესიული კავშირების ჩარევის შემდეგ დასაქმებულები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მეორე დღესვე შეეწყვიტათ გაფიცვა და დაეწყოთ მოლაპარაკებები ადმინისტრაციასთან. მუშები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს დაუბრუნდებოდნენ 11 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავდა მათ საჩივარს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ხელფასების ზრდა და შრომის პირობების გამოსწორება.
ბოლო დღეებში, პროფკავშირებმა შეძლო კვლავ აღედგინა ორგანიზაცია ფოთის პორტში, სადაც დაახლოებით 200–მდე მუშა გაწევრიანდა. პროფკავშირებში გაწევრიანების პროცესი კვლავ გრძელდება და უფრო და უფრო მეტი მუშა უერთდება ახლად შექმნილ პროფკავშირების პირველად ორგანიზაციას. ოფიციალურად შექმნილ პროფკავშირში არჩეულ იქნა პროფკავშირების კომიტეტი რომელიც მოამზადებს მოთხოვნილებათა ჩამონათვალს და დაიწყებს კოლექტიურ მოლაპარაკებებს ადმინისტრაციასთან. მუშათა მოთხოვნებია: ხელფასების ზრდა სამუშაო საათებისა და გაწეული სამუშაოს შესაბამისად, სამუშაო პირობების გაუმჯობესება სამუშაო ადგილებზე, კოლექტიური მოლაპარაკებების დაუყონელბლი დაწყება. სამწუხაროდ, კომპანიის ადმინისტრაცია იგნორირებას უკეთებს პროფკავშირების მოთხოვნებს და უარს ამბობს ჩაერთოს მოლაპარაკებებში. უფრო მეტიც, ადმინისტრაცია ცდილობს პროფკავშირის აქტიური წევრების დაშინებას, ემუქრება მათ სამსახურიდან დათხოვნით და ყველაფერს ცდილობს, რათა ჩაახშოს პროფკავშირების ხმა კომპანიაში. პროფკავშირები კვლავ აპირებს დააყენოს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები და გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რათა კომპანიის ადმინისტრაცია ჩაერთოს მოლაპარაკებებში.
300–მდე ფოთის პორტის მუშაკი დღეს იფიცება. გაფიცულების მოთხოვნები არ შეიცვლება. ისინი კვლავ მოითხოვენ შრომითი პირობების გამოსწორებას, შრომის შესაფერის ანაზღაურებასა და შრომით კონტრაქტებს.
,,დღეს გამაფრთხილებელი აქცია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები. მაგრამ შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. მუშების მოტივაცია გაიზარდა და ისინი უფრო და უფრო უერთდებიან ახლად შექმნილ პროფკავშირს“. – განაცხადა ადგილობრივი პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ კოკა საჯაიამ.
გაფიცულები ასევე აცხადებენ, რომ თუ ფოთის პორტის ადმინისტრაცია არ დააკმაყოფილებს მუშების მოთხოვნებს, ისინი 1 ნოემბერს მოაწყობენ სრულმაშტაბიან აქციას.
http://www.dockers-seafarers.org/news/georgian-dockers-take-first-tentative-steps-towards-new-union