10.12.12. მ/წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის მიერ ჩატარებულ იქნა კონფერენცია თემაზე: “შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში”. ეს იყო შემაჯამებელი კონფერენცია იმ პროექტისა, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში პან–ევროპული საბჭოს ქალთა კომიტეტის რეკომენდაციით, ნორვეგიის პროფესიული განათლების პროფკავშირების ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ბროშურა “შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში”, რომელშიც წარმოდგენილ იყო აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა საქართველოში. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს სპეციალური მიმართვა, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას.