Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირის ახალი ინიციატივა – უფასო იურიდიული კონსულტაციები დასაქმებულთათვის

18.02.2012. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ბოლო წლების მაძილზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. 14 თებერვალს, ევროკავშირის ფინანსური დამხარებით საქართველოს ორ ქალაქში – გორსა და რუსთავში, დასაქმებულებისათვის იურიდიული დახმარების და კონსულტაციების ცენტრები გაიხსნა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – “იურიდიული დახმარების ცენტრი დასაქმებულთათვის გორსა და რუსთავში“ ოფისები ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრებში – გორსა და რუსთავში მედიის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დარგის პროფესიული კავშირის წევრებთან ერთად გახსნა.

ამ ოფისებში უფასო იურიდიულ დახმარებას და კონსულტაციას უკვე იღებენ და მომავალშიც მიიღებენ სხვადასხვა პროფესიის პროფკავშირების წევრები, დასაქმებულები და ადგილობრივი მოსახლეობა. დასახელებულ ცენტრებში კვალიფიციური პროფკავშირული იურისტების მიერ საჭიროებისამებრ მომზადდება სასამართლო სარჩელები, რომელთა წარდგენა გაგზავნა სასამართლოს ყველა ინსტანციაში იქნება შესაძლებელი. ასევე ამ ოფისებში მოქმედებს ცხელი ხაზი. პროფკავშირული აქტივისტები დასაქმებულებს დაეხმარებიან პროფკავშირული ორგანიზაციების შექმნასა და შესაბამის დარგობრივ პროფკავშირებში გაწევრიანებაში, დამსაქმებლებთან კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებაში, გაერთიანების წევრ ორგანიზაციებს გაუწევენ საჭირო ორგანიზაციულ და ტექნიკურ დახმარებას რეგიონში და ა.შ.

იურიდიული დახმარებს ცენტრების  გახნის ღონისძიებას დაესწრნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თავიდანვე ჩართულნი იყვნენ ამ ცენტრების შექმნაში და ეს მნიშვნელოვანი პროექტი მათი  თანადგომით ხორციელდება.

საქართველოს პროფესიული ჯავშირების გაერთიანების ანალოგიური ტიპის ცენტრი მოქმედებს ქალაქ ქუთაისში და კიდევ ერთის გახსნა უახლოეს მომავალში ქალაქ ფოთშიც აქვს დაგეგმილი. 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.