Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ხალხი პრეზიდენტს უფრო არ ენდობა, ვიდრე პროფკავშირს

საერთაშორისო  რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ  საქართველოს საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მოსახლეობის განწყობა კვლევამ ქვეყანაში არსებული  ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციების  მიხედვით ასახა. IRI-ის გამოკითხვაში, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ჩატარდა, 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა. გავრცელებული ცნობით, კვლევის ცდომილება მხოლო 2,5 პროცენტს შეადგენს.

ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ეკლესია, 95%-ით პირველ ადგილზეა. მას 91 %-ით მოჰყება ჯარი, ხოლო მესამე ადგილზეა პოლიცია – 89%-ით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნდობის რეიტინგებში მე-15 პოზიციაზეა – მას 39% ენდობა, 49% კი – არა.

,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ბოლო კვლევის შედეგად ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგის მაჩვენებელი პოლიციის შემდეგ შემდეგნაირად გრძელდება: – ქართული მედია – 84%, პარლამენტი – 82%, მას უნდობლობას 12% უცხადებს; მთავრობა – 81%, მას უნდობლობას ასევე 12% უცხადებს; პროკურატურა – 75%, არ ენდობა – 12%; საგანმანათლებლო სისტემა – ენდობა 63%, არ ენდობა – 25%; სასამართლო – ენდობა 62%, არ ენდობა – 20%, ეროვნული ბანკი – ენდობა 54%, არ ენდობა – 21%; ომბუდსმენი – ენდობა 49%, 13% – არ ენდობა; პოლიტიკური პარტიები – 43% ენდობა, 41% – არ ენდობა; ცენტრალური საარჩევო კომისია – 42% ენდობა, 23% – არ ენდობა; ადგილობრივი ხელისუფლება – 42% ენდობა, 36% – არ ენდობა.

ადგილობრივ თვითმმართველობებს მოჰყვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მას 39% ენდობა და 49% არ ენდობა. ამის შემდეგ მოდის რწმუნებულები, რომელსაც 33% ენდობა, 35% არ ენდობა. ამ გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ პროფკავშირი 21%-იანი ნდობით, 31%-იანი უნდობლობით სარგებლობს. მიმდინარე მონაცემებთით ცხადი ხდება, რომ პროფკავშირს უფრო ნაკლები უნდობლობის მაჩვენებელი აქვს, ვიდრე პრეზიდენტს, ადგილობრივ თვითმართველობებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.