Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ევროპაში უმუშევრობა იზრდება

ევროპულმა სახელმწიფოებმა ვერა და ვერ გამოიკვლიეს კრიზისის გამომწვევი მიზეზები და ამავე დროს ვერც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი დასწიეს. ეს მონაცემები ასახულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც შრომის ბაზრის კვლევას ეხება.

ამჟამად ევროპპაში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანია დაუსაქმებელი, ვიდრე 2008 წელს, ანუ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე.

დასაქმების პოლიტიკა კვლავ ჩიხშია შესული, მას შემდეგ, რაც გამოიცვალა ფისკალური კონსოლიდაციის წესები. 2010-2011 წლის პაუზის შემდეგ უმუშევრობა გაიზარდა და სამწუხაროდ არც სიტუაციის გაუმჯობესება შეინიშნება. მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ევროპაში 1 მილიონზე მეტი ადამიანმა დაკარგა სამსახური.

მთლიან მონაცემებს თუ გადავხედავთ, დღეს ევროპაში 26 მილიონი ადამიანი არის სამუშაოს გარეშე. მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდები და დაბალკვალიფიციური მუშაკებიც არიან.

27–დან მხოლოდ 5 ევროპულ სახელმწიფოში (ავსტრია, გერმანია, უნგრეთი, ლუქსემბურგი და მალტა) შეინიშნება დასაქმების ზრდა. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: კვიპროსი, საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი – უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე 3%-ით გაიზარდა.

გრძელვადიანი უმუშევრობის პრობლემა ევროპაში სტრუქტურულ პრობლემად იქცა. 19 ქვეყანაში 40% მეტი დაუსაქმებელი გრძელვადიან უმუშევრად ითვლება, რადგან ისინი 12 თვეზე მეტი ხანი სამუშაოს გარეშე არიან.

დასაქმების მდგომარეობის გაუარესება ასევე ნიშნავს კრიზისის საწყის პერიოდთან შედარებით. სოციალური მღელვარების 12% შანსის 12%–ით გაზრდას

დასაქმებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, შემდეგი ახალი წესების დადგენას საჭიროებენ.

1. შეისწავლონ კრიზისი გამომწვევი სტრუქტურული მიზეზები ფინანსური სექტორზე ხაზგასმით, რომლებიც იყვნენ კრიზისის ეპიცენტრში. პატარა და საშუალო კომპანიებს არ აქვთ შესაფერისი საბანკო კრედიტრის აღების შესაძლებლობა, რაც აუცილებელია.

2. საჭიროა ხელფასების შემცირების ტენდენციის შეჩერება. 1990 წლის შვედეთის წარმატებულმა გამოცდილებამ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში დაამტკიცა, რომ მათი მიდგომები ეფექტური იყო.

3. საჭიროა ახალგაზრდების დახმარება, რათა მათ შეძლონ ღირსეული სამუშაო ადგილების მოძიება. საჭიროა ახლაგაზრდების გადამზადებაც.

4. უნდა დაიწყოს სოციალური დიალოგი დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს შორის. ეს არის მთავრი იარაღი რათა მხარეებმა შეიმუშაონ ახალი წესები, მიიღონ მხარდაჭერა დასაქმების მხარდასაჭერ რეფორმებზე და ყურადღება გაამახვილონ იმ რეფორმების გატარებაზე, რაც ადამიანებს რეალურად სჭირდებათ.

შსო-ს მე-9 რეგიონალური შეხვედრა გააერთიანებს 51 ევროპულ და ცენტრალური აზიის დასაქმებულებს, დამსაქმებლებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მხარეებმა უნდა იმსჯელონ თუ როგორ გააუმჯობესონ ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური გარემო.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.