Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს ფოსტაში თანამშრომელთა დათხოვნის მორგი ტალღაა მოსალოდნელი

ახალი ადმინისტრაციის დანიშვნის შემდეგ, საქართველოს ფოსტის თანამშრომლებს კოლექტიური ხელშეკრულება უკანონოდ გაუუქმდათ, რითაც გრძელვადიანმა კონტრაქტებმა ძალა დაკარგა. შესაბამისად, ფოსტის თანამშრომლებს, რომლებსაც პროფკავშირის მიერ ბრძოლით მოპოვებული კონტრაქტები 1 დან 3 წლამდე ვადით, ზოგ შემთხვევაში კი უვადოდ ჰქონდა გაფორმებული – ბოლო 5 თვეა ერთთვიან ხელშეკრულებებს უკანონოდ  უფორმებენ. ამ თვეების განმავლობაში ორგანიზაციიდან უკვე 120 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი ნაწილი მოულოდნელად დანიშნული ატესტაციის შედეგად გაუშვეს.

27 აპრილს კი მომდევნო  თვის და აქედან გამომდინარე დასაქმებულთა ერთთვიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ – დათხოვნების ახალი ტალღაა მოსალოდნელი.

საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირმა, ფოსტის თანამშრომლებთან ერთად მიმდინარე პროცესების გამო ეკონომიკის მინისტრს, ქვეყნის შრომითი დავებისა და სოციალური დიალოგის სახელმწიფო კომისიას და სახალხო დამცველს უკვე მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა.

ფოსტის ადმინისტრაციამ პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად ე.წ. ფოსტის განვითარების კავშირი ჩამოაყალიბა და თანამშრომლებს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ფოსტის განვითარების კავშირის, ამ ყვითელი ანუ „ჯიბის პროფკავშირის“ ჩამოყალიბების ერთ ერთ მთავარ მიზნად – დასაქმებულთა უფლებების დაცვა სახელდება. კავშირის დამფუძნებლები კი თავად ფოსტის ხელმძღვანელები დეპარტამენტების დირექტორები, იურიდული და ადმინსტრაციული განყოფილებების ხელმძღვანელები არიან, სწორედ ისინი ვინც თანამშრომელთა უფლებებს ბოლო თვეებია უხეშად არღვევს. იგივე დამსაქმებლები – კავშირის საწევროს სახით თანამშრომლებისგან თვეში 5 ლარის გადახდასაც ითხოვენ, რასაც ახალისებს ახალი დირექტორი ლევან ჩიკვაიძეც.

თანამშრომლები გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან – თუმცა იმის ფონზე, რომ ერთთვიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და სამსახურის დაკარგვის ეშინიათ- კავშირში გაერთიანებას თანხმდებიან. არსებული გარემოებების გამო დასაქმებულები პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო ღონისძიებებში ღიად და აშკარად ვეღარ მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთი ყვითელი პროფკავშირების შექმნის გამო ჰქონდა გართულებული  ურთიერთობა საქართველოს წინა მთავრობას ევროკავშირთან, აშშ-ს მთავრობასთან, შსო-სთან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან.

პროფკავშირები არ გამორიცხავენ, რომ ფოსტის გენერალური დირექტორის  მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრან. ასევე, მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი საჩივრით, თუ აღნიშნული დანაშაული არ იქნება აღკვეთილი დროულად. 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.