ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში მეტალურგებისა და მეშახტე-მაღაროელებისთვის სემინარები ჩატარდა
პროფკავშირების წევრებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი სემინარები საქართველოს რეგიონებში გრძელდება. ამჯერად, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები, დასაქმებული მეტალურგები, მაღაროელები და მეშახტეები გადამზადდნენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა დასაქმებულებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილებზე გააცნო. გაერთიანების იურისტმა ასლან […]