პროფკავშირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ქვეყნის ღირსული შრომის პროგრამის მნიშვნელობაზე მსჯელობა მიმდინარეობს
პროფკავშირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით, თოთხმეტამდე ქვეყნის პროფკავშირელ ლიდერებთან ერთად, ქვეყნის ღირსული შრომის პროგრამის მნიშვნელობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. კონფერენციის დროის დიდი ნაწილი ქვეყნების მაგალითების განხილვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში პროფკავშირების ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო – როგორ უნდა მოხდეს შრომის საერთაშორისო კონვენციებისა და ვალდებულებების იმპლემენტაცია შრომის ბაზრის გამოწვევების გადასაჭრელად. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელმა, მაგნუს […]