სასამართლომ ლაგოდეხის მერიის ბრძანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის გათავისუფლების თაობაზე ბათილად ცნო
ლაგოდეხის მერმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (რომელიც მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებს) დირექტორი სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად, გათავისუფლებულის ყოფილი მძღოლი დანიშნა. (ბრძანება 12.11.2021წ. გამოიცა). ამასთან, დასაქმებულს არც კუთვნილი ხელფასი გადაუხადა. ყოფილი დირექტორის განცხადებით, მერმა ჯერ განცხადების დაწერა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მოკვლევის საფუძველზე მოვალეობათა უხეში დარღვევის მიზეზით ბრძანება ოფიციალურად ჩააბარა. გათავისუფლებული […]