პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა თემაზე: “ევროინტეგრაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე” გაიმართა
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დანიის პროფკავშირების გატარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქობულეთში, გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე: “ევროინტეგრაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე”. განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, დასაქმებული ადამიანების შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებების მდგომარეობაზე მისი გავლენა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველოს შრომით კანონმდებლობაში განხორცილებული და განსახორციელებელი ცვლილებები იყო. პროფკავშირელმა ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებთან […]