სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმისა და მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და სამსახურში აღადგინა
2023 წლის 2 მაისს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ძმები ტ.გ. და მ.გ. სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ნარკოტიკის მოხმარებით გამოხატული სამუშაო ვალდებულებათა უხეში დარღვევა დაასახელა. რეალურად, ნარკოლოგიური შემოწმების დღეს სამუშაოს შესრულებისას ტ.გ. და მ.გ. ფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ეს დაადასტურეს ცვლაში მათთან ერთად მომუშავე კოლეგა ექიმებმაც. გასული წლის 14 აპრილს სსიპ საგანგებო სიტუაციების […]
დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ პროგრამის – “ტრენინგის მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალების სახელმძღვანელოების შემუშავების შესახებ” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
17-19 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ პროგრამის – “ტრენინგის მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალების სახელმძღვანელოების შემუშავების შესახებ” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 2022-2024 წლის პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, გაერთიანების დარგობრივი ორგანზაციების წარმომადგენლებისა და პროფკავშირული აქტივისტების ტრენერებად მომზადება მოხდა. შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა დასაქმებულებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი […]