თბილისში, სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში “ საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორიც, “ფრიდრიხ ებერტის ფონდია“, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა, მისმა მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ, პროფკავშირის სხვადასხვა დარგების ლიდერებმა. ასევე ფრიდრიხ ებერტის ფონდის, სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, იულია ბლეზიუსმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სხვა მნიშვნელოვანმა სტუმრებმა.
ღონისძიებაზე უმთავრესი განსახილველი თემა იყო, საქართველოში შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი გარემო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების ჭრილში
ირაკლი პეტრიაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ვრცლად გააცნო საქართველოში შრომითი ურთიერთობების კუთხით არსებული არცთუ სახარბიელო მდგომარეობა და ხაზგასმით განაცხადა, რომ რეფორმირებულ შრომით კანონმდებლობას ცხოვრებაში გატარება სჭირდებაა და ამისათვის პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონები ფურცელზე დარჩება და მათით დასაქმებული ადამიანები ვერ ისარგებლებენ.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ ორგანიზაციების შესახებ, სადაც პროფკავშირის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება და თუკი ეს პრობლემები დროულად არ მოგვარდა, ქვეყანა კვლავ გაფიცვების ციკლის წინაშე დადგება. გაფიცვები პროფკავშირის არც სურვილია და არც არჩევანი, მაგრამ სოციალური დიალოგის განვითარების გარეშე, უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დარჩება.
კახი კალაძის განცხადებით, ჩვენმა ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც წლების მიხედვითაა გაწერილი და აუცილებელი შესასრულებელია – ეს არის ერთადერთი შემადგენელი კომპონენტი და წინაპირობა ნორმალური, განვითარებული სახელმწიფოს ფორმირებისთვის და ეს არის იმ ვალდებულებების ნაწილი, რომელიც ჩვენ საერთო ევროპულ ოჯახში შესვლისას ავიღეთ.
“ჩვენი წინამორბედი ხელისუფლება 2006 წელს შრომით კოდექსში შეტანილ არაადექვატურ ცვლილებებს ამართლებდა ყოვლად მიუღებელი მიზეზით–ინვესტორების ინტერესებით.
ის არგუმენტი, რომ ქვეყნის მოსახლეობის, დასაქმებული მოქალაქის საზიანოდ შეტანილი მთელი რიგი ცვლილებები ხელს შეუწყობდა ინვესტორების მოზიდვას აბსურდულია და უსაფუძვლო – არცერთი მოცულობითი ინვესტიცია, სერიოზული კომპანია, პირველ რიგში თავისი იმიჯის გამო არ იკადრებს დასაქმებულის სახიფათო და კაბალურ პირობებში მოქცევას, მეორეს მხრივ კი-არცერთი ინვესტიცია არ ღირს ჩვენი ქვეყნის მოქალაქის დაკნინებულ და შეურაცხყოფილ მდგომარეობად“ – განაცხადა კახი კალაძემ