Search
Close this search box.
Search
Close this search box.

28 აპრილი– ერთად გავიხსენოთ სამუშაო ადგილებზე დაღუპულები!

28 აპრილი გაეროს მიერ ოფიციალურად გამოცხადდა, როგორც ეროვნულ დონეზე სამუშაო ადგილებზე დაშავებულ და გარდაცვლილ მუშაკთა ხსოვნის აღსანიშნავი დღე, რასაც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ საკანონმდებლო დონეზე დაუჭირა მხარი. ეს თარიღი შრომის დაცვის მსოფლიო დღეა, რომელსაც აღნიშნავს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

გასულ წელს მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგაშო მდგომარეობა: ტრავმების შედეგად გარდაცვლილია 30 ადამიანი, ხოლო 32 ადამიანი კი დაშავდა.  უბედური შემთხვევებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაზე მოდის. შემდეგ მოდიან მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობა; ენერგეტიკის სფერო; ნავთობის, გაზის და ნახშირის მრეწველობა; კვშირგაბმულობა; რკინიგზა; მეტროპოლიტენი და სხვა. საგანგაშოა  ტყიბულის ნახშირის შახტებში და ჭიათურის მაღაროებში არსებული ძალზე მძიმე მდგომარეობა.

ეს შედეგები განაპირობეს მთელმა რიგმა ფაქტორებმა: კერძოდ, არ არსებობს დასავლეთში აპრობირებული, შრომის დაცვაზე საზედამხედველო სახელმწიფო ორგანო (2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია); ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს აღარ ჰყავს წარმომადგენლობითი სტრუქტურები მომეტებული სფრთხის ობიექტებზე; ზიანის ანაზღაურების ახალი წესით დამსაქმებელსა და დასაქმებულის პირდაპირი ურთიერთობის სიბრტყეშია გადატანილი წარმოებაში მიღებული ზიანის გამო სარჩოს დანიშვნისა და ანაზღაურების საქმის გადაწყვეტა; შემთხვევის გამოძიება და სასამართლოში განხილვა რამდენიმე (2-დან 4-დე) წელს გრძელდება; საადვოკატო მომსახურების ფინანსური და ორგანიზაციულ-ტექნიკური უპირატესობები აშკარად დამსაქმებლის მხარესაა;  მოშლილია და “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” ახალი კანონით არავითარი პერსპექტივა არ აქვს სამუშაოზე მიღებისას წინასწარი და შემდგომი სამედიცინო პერიოდული გასინჯვების მკაცრად ორგანიზებულ სისტემის არსებობას; სამედიცინო მომსახურების სიძვირის გამო, დასაქმებულს არ აქვს გამოკვლევების ჩატარების საშუალება, რის გამოც დაავადებათა დადგენა ხდება შორსწასული შემთხვევების დროს, როცა მუშაკი შრომისუუნაროა და ფაქტიურად მძიმე ავადმყოფია.

სამართლებრივი განათლების არასაკმარისი დონისა და დასავლური ტიპის პროფმოძრაობის გამოცდილებას მოკლებულ მოსახლეობასთან ურთიერთობის მიუხედავად, მწირი საკანონმდებლო ბაზის პირობებშიც კი მიღწეულია სამმხრივი დიალოგი პროფგაერთიანებას, ხელისუფლებასა და დამსაქმებელთა მონაწილეობით.

იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს შრომის დაცვის მდგომარეობა, პროფკავშირში ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, შრომის ინსპექცია, ისევე ახლებურად რეორგანიზებული, როგორც საგზაო პოლიციის ნაცვლად შეიქმნა საპატრულო პოლიცია. აუცილებელია კანონში გაითვალისწინონ პროფკავშირების საზოგადოებრივი ზედამხედველობის ფუნქცია.ფაქტრია, რომ შრომის დაცვის სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა არ ტოვებს ადგილს გულგრილობისა და სხვის უბედურებაზე ნეიტრალური დამკვირვებლებისთვის.

28 აპრილს საქართველოს პროფესული კავშირების გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროს წინ გამართული პერფორმანს–აქციით აღნიშნავს. თბილისის ერთ–ერთ ტაძარში კი, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ჩატარდება.28

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.