#4 საოჯახო მედიცინის ცენტრში“კოლექტიური დავა დაიწყო. დასაქმებულების ინტერესს პროფკავშირები იცავს. მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჩართულობით დასაქმებულებმა სამედიცინო დაწესებულებასთან აქცია 30 იანვარს გამართეს და შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. გუშინ კი წარმატებით დასრულდა მედიაცია. ადმინისტრაციამ ცენტრში არსებული პრობლემები აღიარა. მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე საკითხზე მათ შორის იმაზე, რომ 1 მარტამდე ცენტრის ადმინისტრაცია შეიმუშავებს სახელფასო დავალიანების დაფარვის გრაფიკს, 19 თებერვლამდე პროფკავშირს გადასცემს საყოველთაო პროგრამიდან ჩარიცხული თანხების და საკასო შემოსავლების შესახებ ინფორმაციას, დაიწყებს შრომის უსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და განიხილავს პროფკავშირების მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტს და შეათანხმებს 2019 წლის 10 მარტამდე.