უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ დავით გოჩავას სამსახურიდან განთავისუფლება იყო დისკრიმინაციული და უკანონო.
საქართველოს რკინიგზამ, ის სამსახურიდან გაუშვა აზრისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვის გამო. კერძოდ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა პროფკავშირული საქმიანობა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობის საქმიანობის სოციალურ ქსელში კრიტიკა.
სასამართლო განმარტავს, რომ „დავით გოჩავა ჩაყენებულია სხვა პირებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში, აღნიშნული გარემოება საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად განიხილება როგორც დისკრიმინაცია.“
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სს საქართველოს რკინიგზამ დავით გოჩავას უნდა გადაუხადოს კომპენსაცია 24 000 ლარის ოდენობით. დავით გოჩავას ინტერესებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახური იცავს.