Search
Close this search box.
Search
Close this search box.

43 აღდგენილი ხელოვანი

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

 

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ხეოვნების მუშაკთა ჩართულობით, გათავისუფლებული 43 თანამშრომელი თანამდებობაზე აღადგინეს. ასევე პროფკავშირის აქტიურობით შრომის ინსპექციის რეკომენდაციით სამუშაო პირობები გაუუმჯობესდათ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში დასაქმებულებს. ეს და სფეროში არსებული სხვა აქტუალური საკითხები საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა,   მე-3 საანგარიში-საარჩევნო ყრილობაზე განიხილა.

საუბარი შეეხო სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს. დელეგატებმა კავშირის პრეზიდენტმა  დავიტ ოქიტაშვილმამიმართა და აღნიიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კულტურის  სფეროში დასაქმებულთა  რაოდენობა 10%  შემცირდა. რასაც პროფკავშირი აქტიურად აპროტესტებს და უპირისპირდება მის ხელთ არსებული სამართლებრივ-სოციალური ბერკეტებით.

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის 2017-2020 წლების სამოქმედო პროგრამის პროექტი დელეგატებს გააცნო სამხატვრო აკადემიის პროფკავშირის თავმჯდომარემ  ბექა ნუცუბიძემ.  პროგრამით პროფკავშირის მუშაობის პრიორიტეტებად განისაზღვრა: შიდა ორგანიზაციული სრულყოფა; დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივ-შრომითი უფლებების დაცვა; სოციალური დიალოგი და კოლექტიური მოლაპარაკებები; შრომის უსაფრთხოების დაცვა; პროფესიული კადრების სწავლება-გადამზადება; საკანონმდებლო ინიციატივები; საინფორმაციო აქტივობა; მუშაობა ქალთა კომიტეტთან და ახალგაზრდობასთან; თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან; საერთაშორისო პროფკავშირული ურთიერთობები.

ყრილობამ  ცვლილებები შეიტანა და დაამტკიცა წესდება.

გაიმართა  არჩევნები.

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტად აირჩიეს დავით ოქიტაშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად მანანა დარსაძე, სვეტლანა ჩოჩუა, ბექა ნუცუბიძე. პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ  ემზარ ნიკოლაძე.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.