Search
Close this search box.
Search
Close this search box.

56-მა აზოტელმა სასამართლო დავა მოიგო!

„რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებულმა 56 თანამშრომლმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.

კომპანიას დაეკისრა მათი სამსახურში აღდგენა და 22 თვის განაცდურის ანაზღაურება.

შეგახსენებთ, 2017 წლის 25 იანვარს სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა 350 დასაქმებული, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, პროფკავშირებთან ერთად სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.

მუშების გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა, ერთი თვის განმავლობაში აქციის მონაწილეები თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ, თუმცა კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გათავისუფლებულებს ორი თვის განმავლობაში 400-ლარიანი კომპენსაციები შესთავაზა. ნაწილმა კომპენსაცია აიღო, დანარჩენმა თანამშრომლებმა კი პროფკავშირებთან ერთად სამართლებრივი დავის საშუალებით მოითხოვეს სამსახურში აღდგენა.

დღეს ამ 56 თანამშრომლის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა.

ფოტოალბომი

 

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/554225108358450/

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.