Search
Close this search box.
Search
Close this search box.

56 მოსარჩელის საქმე “რუსთავის აზოტი”ს წინააღმდეგ საბოლოოდ დასრულდა!

56 მოსარჩელის საქმე “რუსთავის აზოტი”ს წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში საბოლოოდ დასრულდა!

ზუსტად 3 წლის შემდეგ, 56-ვე თანამშრომელი სამსახურში აღდგება და მიიღებს იძულებით განაცდურს სრული ოდენობით, დაუყოვნებლივ!

,,“რუსთავის აზოტიდან” უსინდისოდ გამოგდებული 56 ადამიანი, ჩვენი და-ძმა, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა სამსახურში და სრულად აუნაზღაურდებათ სამი წლის სახელფასო განაცდური. ზუსტად სამი წელი ვაცხეთ ეს ობლის კვერი და გვიან, მაგრამ მაინც გამოვაცხეთ. მადლობა ამ 56 ღირსეულ და პრინციპულ თანამებრძოლს ნდობისთვის და მოთმინებისთვის, მადლობა ჩვენს პროფესიონალ და გულიან იურისტს თამარ სურმავას, მადლობა ყველა იმ აქტივისტს და მხარდამჭერს ვინც საპროტესტო აქციებში, ყოველგვარი ანგარების გარეშე სოლიდარობას გამოხატავდა,იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა!!!” – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/216441672857520/

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.