Search
Close this search box.
Search
Close this search box.

700-მდე დასაქმებული გაუმჯობესებული პირობებით იმუშავებს – პროფკავშირებმა ახალი კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმა

პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა და ჩინურმა კომპანიამ ,,გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო”, რომელსაც ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჰყავს 700-მდე ადამიანი, კოლექტიური ხელშეკრულება გააფორმეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ, დამსაქმებელი დასაქმებულებს შრომით პირობებს გაუუმჯობესებს. კერძოდ, შრომით ხელშეკრულებებს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს, შრომის პირობებს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებს გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურებს და მოუმატებს სახელფასო ანაზღაურებასაც.

შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მხარეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.