Search
Close this search box.
Search
Close this search box.

8 მარტი – ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის დღე

fghf
ავტორი: დავით არაბიძე

 

მშრომელი ქალების კონგრესმმა 1910 წელს კოპენჰაგენში რევოლუციურ გადატრიალებას დაუდო საფუძველი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება ყოველწლიურად კონკრეტულ დღეს – 8 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ქალებს ერთად აღენიშნათ ქალის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღიარებისა და განუხრელი დაცვის საყოველთაო მნიშვნელობა. როდესაც კოპენჰაგენში ეს გადაწყვეტილება მიიღეს მშრომელმა ქალებმა რეალობა ასეთი იყო – სამუშაო კვირა 6 დღე და დღეში 10 საათი მუშაობა. რუსეთის იმპერიაში მყოფი საქართველოს ქალებისთვის კი კიდევ უარესი მდგომარეობა – კვირაში 6 სამუშაო დღე და ყოველი ეს დღე 11 საათი და 30 წუთი სამუშაო. მსოფლიოში ქალები არსად არ სარგებლობდნენ ანაზღაურებადი შვებულებით, არც ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, სიბერისას არ ჰქონდათ პენსია, არცერთი სახის არჩევნებში არ გააჩნდათ არ პასიური და არც აქტიური საარჩევნო უფლება. ქალები მასობრივად იყვნენ იზოლირებულნი განათლებისა და კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროებიდან. სამედიცინო მომსახურების მიღებაც კი ხშირად გადაულახავი ბარიერების გამო მათთვის მიუწვდომელი იყო. მასობრივი იზოლაცია საზოგადოებრივი განვითარების მაგისტრალისგან – ეს იყო ქალთა ხვედრი. ამ რეალობის გათვალისწინებით 8 მარტის , როგორც საერთაშორისო დღის დაწესება რევოლუციური შემობრუნების წერტილი იყო ქალთა უფლებების დაცვის საქმეში. აღიარებულ უნდა იქნეს რომ კოპენჰაგენში 1910 წელს გამართული მშრომელ ქალთა კონგრესის ეს გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული მიღწევა იყო რადგან პირველად მოხერხდა რომ ქალში პიროვნების ჩამკვლელი რეალობის საპირისპიროდ სოციალურად აქტიური ქალების საერთაშორისოდ ორგანიზებულმა მოძრაობამ უარი თქვა მორჩილი ყოფილიყო ამ რექციული და ობსკურანტული რეალობისა. კლასიკური გერმანული ფილოსოფიის განაცხადი რომ „ყველაფერი გონივრული რეალურია და ყველაფერი რეალური გონივრული“ მათთვის ნამდვილად არ ნიშნავდა უფლებებისათვის ბრძოლაზე უარს. მათი ბრძოლა არაფრით იყო გარანტირებული, მაგრამ ქალთა ეს მოძრაობა ნათლად ხედავდა რომ ბრძოლის გარეშე ქალს წინ მხოლოდ დეგრადაცია ელოდა.

ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქი 1914 წლის 8 მარტს პირველად გახდა არნახული მოვლენის მომსწრე – ამ დღეს ქუჩაში ქალი გამოვიდა და იგი გამოვიდა როგორც სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებისათვის მებრძოლი პიროვნება. ამ დღეს ქალი საზოგადოებრივი პროცესის სოციალური სუბიექტი გახდა და ნათელი იყო ყველასთვის რომ ის აღარ შეჩერდებოდა ამ ბრძოლაში..
პირველი მანიფესტაციიდან უკვე ას წელზე მეტი დრო გავიდა – იყო მსოფლიო ომები, რევოლუციები და კონტრრევოლუციები, ფორმაციული ცვლილებები. 8 მარტი ოფიციალური დასვენების დღეც იყო და სამუშაო დღეც, იყო დიფირამბებიცა და ფორმალიზმიც, მაგრამ 8 მარტი დღეს კვლავ იგივეა – ბრძოლის დღე ქალის უფლებებისათვის.
დღეს 8 მარტი ცნებაა, დიდი ხნის წინ დაფუძნებული, მაგრამ დღესაც ახალი და მისი როგორც ცნების აღმოჩენა უკვე არის საგანგებო ფაქტი მათთვის ვისთვისაც ქალის უფლებები ფორმალობა არაა.
უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნეა რაც 8 მარტი საქართველოს ქალთათვის ახალი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელია. ხდება მისი ახლებურად გააზრება. ჩვენი ქვეყნის ქალებს ცხოვრება დიამეტრალურად განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკური მოდელის პირობებში უხდებათ. მათ წინააღმდეგაა უმუშევრობა თუ დისკრიმინაციული სოციალურ-შრომითი სტანდარტები. ქალის სოციალური მდგომარეობა საზოგადოებაში, მისი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის პირდაპირ დამოკიდებულია ბაზრი კაპრიზებზე, ეს ყოველივე კი ნამდვილად გახდა ქალისთვის 8 მარტის ახლებური გააზრების საფუძველი. სოციალურმა ორგანიზაციამ მშრომელ ქალთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დატვირთვა შეიძინა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალთა გაერთიანებას პროფესიულ კავშირებში. ბოლო მეოთხედი საუკუნე ერთმნიშვნელოვნად კარნახობს ქალს რომ მის სოციალური და შრომითი პერსპექტივა, თავად სტანდარტებიც მთლიანად არის დამოკიდებული ფაქტზე ორგანიზებულია თუ არა ის პროფკავშირში. მშრომელ ქალს შეუძლია იყოს საზოგადოებრივი და შრომითი პროცესების სოციალური სუბიექტი, ამისთვის კი მას სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესების დაცვის ადეკვატური ინსტრუმენტი უნდა გააჩნდეს პროფკავშირის სახით. შრომით პროცესში იყო პიროვნება ეს საქართველოს ქალების მნიშვნელოვანი ამოცანაა და მისი გადაწყვეტა მას პროფკავშირთან ერთად შეუძლია. ქალი სოციალური შემოქმედი, ეკონომიკაში საკუთარი სოციალური როლის -მშრომელის სოციალური სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს მაშინ, თუ იგი ორგანიზებული და კონცენტრირებული სოციალური ძალის – პროფკავშირების რიგებშია დარაზმული. საქართველოს დღევანდელ სოციალურად დიფერენცირებულ საზოგადოებაში ქალის ამ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი მომავლისათვის.

მსოფლიოში ქალები 8 მარტს უკვე საუკუნეზე მეტი ხანია რაც აღნიშნავენ. ქალებს ულოცავენ და ქალებიც ულოცავენ ურთიერთს. ეს მართლაც კარგია, რადგან ამით ქალთა საერთო სოციალური პოტენციალის მანეფესტირება ხდება. მნიშვნელოვანი დღეა 8 მარტი მსოფლიოში, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს დღე აკრძალულიც კი არის და ქალები მას საჯაროდ ვერ აღნიშნავენ, მათ ამ რეალობას ზუსტად მიესადაგება სიტყვები „ვაი სოფელსა ამასა და მისთა მდგმურთა…“ კარგია რომ საქართველოში დღეს ეს ასე აღარაა. კანონმა საზოგადოებრივი ურთიერთობის ამ სპეციფიკურმა ფორმამ, სოციალური რეგულაციის ამ განსაკუთრებულმა სახემ არცთუ დიდი ხანია, რაც საქართველოს ქალებს 8 მარტი კვლავ ოფიციალურად დასვენების დღედ დაუდგინა. ჩვენს ქვეყანაში მშრომელი ქალებსთვს ეს დღე არაა უბრალოდ დასვენების დღე, ის მოქმედების დღეა, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამართლიანობისათვის სამოღვაწეო დღეა, იმ დიადი იდეების მანიფესტირების დღეა, რისთვისაც დაფუძნდა 8 მარტი. ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს მშრომელ ქალებს ბედნიერება პირად ცხობრებაში, ღირსეული შრომა და სოციალური წინსვლა, წარმატებები მათი მართლაც ნათელი მიზნისაკენ სავალ გზაზე.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.