Search
Close this search box.
Search
Close this search box.

აფხაზეთის პროფგაერთიანების წევრებისთვის პროფკავშირების გაერთიანებამ ზუგდიდსა და ქუთაისში სემინარები ჩაატარა

აფხაზეთის პროფგაერთიანების წევრებისთვის, პროფკავშირების გაერთიანებამ ზუგდიდსა და ქუთაისში სემინარები ჩაატარა.

საქარველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა დასაქმებულებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილებზე გააცნო. გაერთიანების იურისტებმა: ლევან ხვინგიამ და ქეთი ჩხაიძემ კი შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმებზე, კერძო და საჯარო სამსახურის თავისებურებების გათვალისწინებით განიხილეს.

სემინარი აქტიურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დასაქმებულებმა მათ სამუშაო ადგილზე არსებულ ორგანიზაციულ პრობლემებზე ისაუბრეს და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

პროფკავშირების გაერთიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაა. ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე ათობით სემინარი ჩატარდა.

ფოტოების სანახავად, გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/2w3zwRUHAkpZn7Ue/

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.