რამენიმე წუთის წინ აგარის ქარხნის ხელმძღვანელების, პროფკავშირების და ბიზნეს ომბუდსმენის შეხვედრა დასრულდა.
შეთანხმების თანახმად – 1 მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ისინი ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდებიან ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ.
ქარხანა სრული დატვირთვით 1 ივნისიდან ამუშავდება.
გეგმა მოქმედებს 31 დეკემბრამდე, წლის ბოლომდე ქარხნის მეპატრონემ უნდა დადოს საწარმოს დატვირთვის და შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი.