კომაპნია აგარის შაქრის თანამშრომლების მსვლელობისას სასწრაფო მეორედ გამოიძახეს. შეუძლოდ თავს კიდევ ერთი მამააცი გრნობს, მას თავბრუსხვევა აღენიშნება. მსვლელობა ამ წუთებში ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ნადარბაზევთან შეჩერდა.
მძიმე ღამის შემდეგ თბილისისკენ სვლა აგარელებმა დილის 08:00 საათზე განაგრძეს. 30 კილომეტრის გავლის შემდეგ მათგან ერთს, სასწრაფო დახმარების აღმოჩენა წუხელ გვიან ღამით დასჭირდა, კიდევ რამდენიმე ფეხების შეშუპებას, არტერიული წნევის მატებას და ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის. აგარელები მცირე შესვენებებით, მსვლელობას მთავრობის კანცელარიისკენ ფეხით, ზოგი მათგანი ფეხშიშველი განაგრძობს.
კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლები 6 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24 საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქციის მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს