Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში – ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

22-23 სექტემბერს, იმერეთის საჯარო მოხელეებისთვის პროექტის – “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს მერიისა და საკრებულოს 7 მუნიციპალიტეტის 21 საჯარო მოხელე ესწრებოდა.

გაიმართა ქუთაისის საკრებულოს წარმატებული მაგალითის პრეზენტაცია;
განსახილველ საკითხებს შორის იყო: ანტიდისკრიმინაციული საკითხების ასახვა შინაგანაწესში; პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება; ანტიდისკრიმინაციული კანონი – ვალდებულებები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის; ანტიდისკრიმინაციული საკითხები შრომის უფლებების ჭრილში;

ტრენინგს უძღვებოდნენ: – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები: რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა, გენდერული თანასწორობის საბჭოს მოწვეული სპეციალისტი -ნინო გოლეთიანი, შრომის ინსპექციის წარმომადგენელი – ომარი მარგველაშვილი და პროექტის მენეჯერი – მარიკა ვაჭარაძე.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.