Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არა ძალადობას სამუშაო ადგილებზე

პროფკავშირების გაერთიანება და მისი ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეებს – თბილისსა და რეგიონებში მთელი რიგი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 16 დღიანი კამპანია”არა ძალადობას სამუშაო ადგილებზე”, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებით, საინფორმაციო შეხვედრებით და აქტივობებით ჩაივლის, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.

დაგეგმილი აქტივობებით პროფკავშირების გაერთიანება შეეცდება საზოგადოების ყურადღება მიაპყროს შრომის კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ქალთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, შეაჯამოს ამ მიმართულებით პროფკავშირების მიერ დაყენებული მოთხოვნები და გადადგმული ნაბიჯები, აგრეთვე კიდევ ერთხელ დააყენოს საკითხი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის “დედობის დაცვის შესახებ” 183-ე კონვენციის და ახლადმიღებული ,,სამუშაო ადგილებზე ძალადობისა და შევიწროების შესახებ“ 190-ე ს კონვენციის რატიფიკაციის აუცილებლობის შესახებ.

კამპანიას პროფკავშირების გაერთიანება დღეს ზუგდიდში ხსნის, სადაც შრომის კანონმდებლობაში და პრაქტიკაში არსებულ სირთულეებზე, აგრეთვე გენდერულ საკითხებზე ტრენინგი იმართება. ტრენინგს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მართავს, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

პროექტის სახელმწოდებაა “სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად”. მონაწილეთა შორის არიან პედაგოგთა და მეცნიერთა, აფხაზეთის და საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის წევრები და მას პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ გაბისონია უძღვება

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.