Search
Close this search box.
Search
Close this search box.

არაფორმალურ ეკონომიკაში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორების როლი COVID-19 პანდემიის შედეგების დაძლევაში

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ პუბლიკაციაში წარმატებულ მაგალითებს შორის აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების მიერ კოვიდ-პანდემიის დროს ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის გაწეული დახმარება.

,,2020 წლის ივნისში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, COVID-19 პანდემიის გავლენის შემსუბუქების მიზნით, წამოიწყო საინფორმაციო – საგანმანათლებლო კამპანია იმის შესახებ, რომ საცალო ვაჭრობის სფეროში არაფორმალურად დასაქმებულთათვის დახმარება გაეწია სახელმწიფოს: მაგალითად, თითო დასაქმებულისათვის სახელმწიფოს მიერ გაცემულიყო ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით (დაახლოებით 100 აშშ დოლარი). ამ მიზნის მისაღწევად, ბაზრებში დასაქმებულებს გაეწიათ სათანადო დახმარება, მოვაჭრეობის ცნობების მისაღებად.

ძირითად პრობლემას წარმოადგენდა ბაზრის ადმინისტრაციის დარწმუნება, რათა მოვაჭრეებიისთვის მიეცათ წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ისინი ნამდვილად მუშაობდნენ ან საქმიანობდნენ ბაზარში პანდემიის დაწყებამდე ორი თვის განმავლობაში.    საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ  იურიდიული დახმარება გაუწია ბაზრის ორას მოვაჭრეს სათანადო ცნობების მისაღებად, რომელიც აუცილებელი იყო მთავრობის მიერ კომპენსაციის გასაცემად.”

The role of social dialogue and the social partners in addressing the consequences of COVID-19 in the informal economy

Роль социального диалога и социальных партнеров в преодолении последствий пандемии COVID-19 в неформальной экономике

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.