Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა ფონდის ორგანიზებითა და პროფკავშირების ჩართულობით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებმა არაფორმალური ეკონომიკის სექტორში შრომის გენდერულ ასპექტებზე იმსჯელეს და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო მიმოიხილეს.
ვაჭრობის სფეროში დასაქმებულმა ქალებმა ყურადღება მათ სფეროში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს.
სფეროში მომუშავე პროფკავშირისა და სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პირად გამოცდილებებზე ისაუბრეს. იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რაც არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად არის საჭირო და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები დაგეგმეს.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.