Search
Close this search box.
Search
Close this search box.

„ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე“ – რაისა ლიპარტელიანმა ამერიკაში შსო-ს 190-ე კონვენციის მიღებაში პროფკავშირების როლზე ისაუბრა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციას ,,ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე” ეხებოდა.

საუბრის მთავარი თემა კონვენციის მიღების პროცესში გაერთიანების აქტიური მონაწილეობა, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოში 2020 წელს გატარებული შრომითი რეფორმა და მისი აღსრულების მექანიზმი იყო.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე, რომელიც ყველა დასაქმებულისთვის მათ შორის, არაფორმალურ ეკონომიკაში ჩართულ პირთათვის, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

ამ თვალსაზრისით, რაისა ლიპარტელიანმა, ასევე, ხაზი გაუსვა არაფორმალური დასაქმების ფორმალიზების ისეთი ინსტრუმენტების დანერგვის აუცილებლობას, როგორიც არის: ღირსეული მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, დეკრეტული შვებულებისა და სოციალური დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა ეროვნულ დონეზე და ა.შ

ბოლოს, მან ისაუბრა შსო_ 190 კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტების  მნიშვნელობაზე, ქვეყნის ევროინეტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ღირსეული დასაქმების  უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ფილადელფიაში,  ამერიკის შეერთებული შტატების პროფკავშირების AFL-CIO-ის  კონგრესში იღებს მონაწილეობას.

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.