Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ირაკლი პეტრიაშვილმა ავსტრიის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

ირაკლი პეტრიაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო კრიზისების მართვის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ფილიპ აგათონისისს, ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ავსტრიის საელჩოში გაიმართა.

მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე,  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის, შრომითი უფლებების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და სამშვიდობო პოლიტიკაში პროფკავშირების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა, ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას შრომით ურთიერთობებში, მათ შორის, საუბარი შეეხო მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის და ეფექტური  სოციალური დიალოგის დანერგვის აუცილებლობას საქართველოში.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, შეხვედრები გამართეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებაში.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.