2023 წლის 21 ივნისს ახალგაზრდული პარლამენტის ყრილობა გაიმართა, სადაც მიგვიწვიეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თამარ სურმავა და ლავრენტი ალანია, შეიკრიბა ახალგაზრდა თაობა – სტუდენტები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან.
ღონისძიებაზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ სურმავამ ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.
მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახალგაზრდები, სტუდენტები დგანან – უმუშევრობის მაღალი დონე, სამუშაოს მოძიების სირთულე, არასრული განაკვეთით დასაქმების ადგილების სიმცირე, სამუშაო ადგილებზე ღირსეული პირობების ნაკლებობა.
ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი პროფკავშირული მოძრაობის მნიშვნელობაზე, სოლიდარობის აუცილებლობასა და ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე